სენსაციურად დაიწყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტური. ტურის პირველი შეხვედრა ანგისას ბაზაზე ბათუმის დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის გაიმართა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა. გათამაშების ლიდერებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. მატჩის საწყის წუთებში, უფრო კონკრეტულად კი მე-3 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გოლი ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანა. მატჩის დებიუტი ყველანაირ წინაპირობას იძლეოდა რომ გია გეგუჩაძის გუნდს მისთვის უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვება არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა დაპირისპირების ბოლოს სტუმრებმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალეს. 87-ე წუთზე ვიტ ჯორჯიამ ჯარიმა კარგად გაათამაშა და ალავიძის კარი თავური დარტყმით ზურაბ სეხნიაშვილმა აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმელთა აქტიურობამ საბოლოო შედეგი ვერ შეცვალა და დინამომ ნაცვლად სამი ქულისა აქვივს მხოლოდ ქულა შემატა.
ამ დროისთვის ბათუმის დინამო 64 ქულით პირველ პოზიციაზე რჩება, ხოლო ვიტ ჯორჯია კი 20 ქულით ბოლო ადგილს იკავებს
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913