გორის დილა 0:0 ბათუმის დინამო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის დასკვნითი მატჩი გორის დილასა და ბათუმის დინამოს შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი თითქმის თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობა. ზეწოლა სტუმრებმა განსაკუთრებულად მეორე ტაიმში გააძლიერეს.
გია გეგუჩაძის ფეხბურთელებმა საკმაოდ ბევრი მწვავე მომენტიც შექმნეს, თუმცა გადამწყვეტ სიტუაციებში გორელებმა საკუთრარი კარი საიმედოდ დაიცვეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა გოლკიპერი, რომელმაც საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენიმე რთულ მომენტში იხსნა.
მას შემდეგ, რაც ბათუმის დინამოს მთავარმა კონკურენტმა, დედაქალაქურმა დინამომ ლოკომოტივთან წააგო, დღეს გამარჯვება ზღვისპირელებისთვის იდეალური იქნებოდა, მაგრამ მოპოვებული ქულის ხარჯზეც ბათუმელებმა 63 ქულით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვეს. 31 ტურის შემდეგ გორის დილა 38 ქულით მე-6 ადგილზეა.
ვიტ ჯორჯია 0:0 ბოლნისის სიონი
მიმდინარე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა 0:0. გათამაშების აუტსაიდერთა დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ვიტ ჯორჯიასა და ბოლნისის სიონს შორის შედგა. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა ამჯერად მნიშვნელოვანი ქულები ბოლნისელებს დააკარგვინეს.
ამ დროისთვის ვიტ ჯორჯიას 19 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის ბოლო საფეხურზეა. სიონი კი 32 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.
საჩხერის ჩიხურა 3:2 რუსთავი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ივანწმინდაში გაიმართა, სადაც ჩიხურამ რუსთავს უმასპინძლა. თამაშში საერთო ჯამში 5 გოლი გავიდა. მასპინძლებმა ანგარიში უკვე მე-4 წუთზე ლაშა ჩიკვაიძის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. 27-ე წუთზე კი ბექა ქავთარაძემ წონასწორობა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა. პირველი ტაიმის მიწურულს კი ლუკა სილაგაძემ რუსთაველები წინ გაიყვანა. დაპირისპირების მეორე ნახევარი სოსო ფრიუძის გუნდის აქტიურობით და მორიგი გოლით დაიწყო. 49-ე წუთზე ანგარიში გიორიგი ფანცულაიამ გაათანაბრა.
შეხვედრაში საბოლოო ანგარიში თამაშის მიწურულს დაფიქსირდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში არბიტრმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა ამჯერად რუსთაველთა კარში, რომელიც გიორგი კორიფაძემ გოლად აქცია და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
31 ტურის შემდეგ საჩხერის ჩიხურა 38 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. რუსთავი კი 34 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
გაგრა
სამგურალი
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ