კალენდარი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ახალი ამბები

დუბლების დღე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში!

ბოლნისის სიონი 0:4 გორის დილა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა და ჯამში სამი დუბლი შესრულდა.

ბოლნისის სიონმა საკუთარ მოედანზე გორის დილა მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 0-4 დამარცხა. გიორგი ნემსაძის გუნდმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე  თამაში მოიგო. 

 შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. სახიფათო მომენტების მიუხედავად, რომელიც ორივე გუნდის კარში შეიქმნა, ანგარიში არ გახსნილა. განსაკუთარებულად აღნიშვნის ღირსია  ბოლნისელთა მხრიდან შექმნილი საგოლე სიტუაციები, თუმცა  სტუმართა გოლკიპერმა შესანიშნავი სეივებით კარი მშრალად შეინახა.  მატჩის მეორე ნახევარი კი აბსოლუტურად განსხვავებული აღმოჩნდა. სტუმრებმა უპირეტესობა მოიპოვეს და სიონის კარსი ოთხი გოლის გატანა შეძლეს. ანგარიში შეხვედრის 47-ე წუთზე გიორგი კუციამ ეფექტური გოლით გახსნა. 64-ე წუთზე ორამდე უპირატესობა მანვე გაზარდა და ეროვნულ ლიგაში პირველი დუბლი მიითვალა. თამაშის სცენარიდან გამომდინარე სტუმრებს მასპინძელთა კარში  გოლების გატანა არც დარჩენილ დროში გასჭირვებიათ. გორელთა ლეგიონერმა ალვინ ფორტესმა 66-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად გამოიყენა, ხოლო 79-ე წუთზე სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი ბურთი შეაგდო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 

ამ დროისთვის ბოლნისის სიონი 31 ქულით მე-9 ადგილზე რჩება, ხოლო გორის დილამ 37 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. 

ლოკომოტივი 2:0 ტორპედო

მიმდინარე ტურის რიგით მეორე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ლოკომოტივსა და ქუთაისის ტორპედოს შორის შედგა. ზედიზედ სამი წაგებული შეხვედრის შემდეგ დედაქალაქელებმა სამი ქულის მოპოვება მოახერხეს. მასპინძლებმა ტორპედო ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. ლოკომოტივის რიგებში გატანილი გოლებით დავით კირკიტაძე გამოირჩა, რომელმაც სტუმართა კარი ორჯერ 40-ე და 54-ე წუთებზე აიღო. 

30 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 40 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილს იკავებს. ამდენივე ქულა აქვს ქუთაისის ტორპედოს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.