საბურთალო 4:0 ლოკომოტივი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე საბურთალოსა და ლოკომოტივს შორის გაიმართა. თამაშის პირველივე წუთებიდან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი აშკარა უპირატესობას ფლობდა, რაც საბოლოო შედეგშიც აისახა.
მასპინძლებმა პირველი გოლი მეტოქეს შეხვედრის მე-16 წუთზე გაუტანეს. ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გაგი მარგველაშვილის საგოლე გადაცემით გახსნა. სამ წუთში იური ტაბატაძემ სადებიუტო ბურთ შეაგდო და საბურთალოს უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მატჩის მეორე ნახევარში მოქმედმა ჩემპიონებმა ლოკომოტივის კარი კიდევ ორჯერ აიღეს. 47-ე წუთზე დუბლი გიორგი კოხრეიძემ გაიფორმა, ხოლო საბოლოო ანგარიში 63-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ლეგიონერმა ინტერს გიიმ დააფიქსირა.
დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საბურთალოს 54 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. ლოკომოტივი კი 37 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
დინამო თბილისი 1:1 ბოლნისის სიონი
მოულოდნელი შედეგით დასრულდა მიმდინარე ტურის მეორე დაპირისპირება, რომელიც დინამო არენაზე, დინამო თბილისსა და ბოლნისის სიონს შორის შედგა. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მეტოქეს ბურთის კონტროლის საშუალებასაც აძლევდნენ.
მიუხედავად ამისა დინამოელებმა შეხვედრის პირველივე ნახევარში მოახერხეს ანგარიშის გახსნა. გიორგი კუხიანიძემ ბოლნისის სიონს 32-ე წუთზე გაუტანა. რთული თამაშის მიუხედავად დედაქალაქელთათვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მატჩის მთავარმა არბიტრმა დაპირისპირების დამატებულ დროში მოედნიდან ნოდარ ქავთარაძე გააძევა.

უმცირესობაში დარჩენილმა დინამომ კარი მშრალად ვერ შეინახა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. შეხვედრის მიწურულს ხოსე პერალესს ლევან ხმალაძემ აჯობა.
ამ დროისთვის თბილისის დინამოს აქტივში 58 ქულაა და გათამაშების ცხრილში პირველ პოზიციაზეა. ბოლნისის სიონი კი 31 ქულით მე-9 ადგილზე რჩება.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
დინამო თბ
ტორპედო
სპაერი
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
სიონი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
გორი