კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

ბათუმის დინამომ ჯოვინოს გოლით ლიდერობა გაიმყარა!

რუსთავი 2:1 ლოკომოტივი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. რუსთავმა საკუთარ მოედანზე თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და მორიგი მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ვარლამ კილასონიას გუნდმა ანგარიში შეხვედრის 49-ე წუთზე ბექა ქავთარაძის მიერ გატანილი გოლით გახსნა. რამდენიმე წუთში მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ირაკლი კომახიძე გააძევა და მასპინძლები რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩდნენ. შესაბამისად არც ანგარიშში სხვაობის გაზრდა  გასჭირვებიათ. 74-ე წუთზე თბილისელთა კარი ლაშა ქოჩლაძემ აიღო. დარჩენილ დროში ლოკომოტივმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. დათო კირკიტაძემ 81-ე წუთზე გაიტანა. 

28 ტურის შემდეგ რუსთავმა 33 ქულა დააგროვა, მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა და გასავარდნ ზონას მოშორდა. ლოკომოტივის აქტივში კი 37 ქულაა და მე-5 ადგილზე იმყოფება. 

სიონი 2:0 ტორპედო

რამდენიმე მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა ბოლნისის სიონმა. თემურ შალამბერიძის გუნდმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს ორბურთიანი სხვაობით სძლია. შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა, ხოლო ორამდე უპირატესობა ლევან ხმალაძემ მატჩის 52-ე წუთზე გაზარდა. 

ამ დროისთვის სიონი 30 ქულით მერვე ადგილზეა. ტორპედო კი 40 ქულით მეოთზე ადგილს იკავებს. 

ბათუმის დინამო 1:0 საბურთალო

ტურის ცენტრალურ შეხვედრას ანგისას ბაზამ უმასპინძლა, სადაც ბათუმის დინამომ საბურთალო მიიღო და მძიმე ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდები ფრთხილობდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა შეტევებს მოუხშირეს და ერთ-ერთი მათგანი გოლითაც დასრულდა. ბათუმელთა უპირატესობა მას შემდეგ გახდა თვალსაჩინო რაც სტუმარები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ. მატჩის მთავარმა არბიტრმა უხეშობითვის ელვინ ტერა გააძევა.

ამ გამარჯვებით ბათუმის დინამომ კონკურენტები დამაჯერებლად ჩამოიტოვა.

28 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 58 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. საბურთალო კი 51 ქულით მესამე პოზიციაზეა.