კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტური ვიტ ჯორჯიასა და თბილისის დინამოს დაპირისპირებით დასრულდა. მიმდინარე სეზონში დინამოელებმა მეტოქე პირველად დაამარცხეს მარტივად. გასული ორი მატჩიდან დინამომ ერთი მინიმალური ანგარიშით წააგო, ხოლო ერთში კი გამარჯვება მატჩის ბოლო წუთზე ლევან სენგელიას მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა. 27-ე ტურის მატჩში სტუმრები უკე მე-11 წუთზე ლევან კუტალიას მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ. 50-ე წუთზე დინამომ ორამდე გაზარდა უპირატესობა. ვიტ ჯორჯიას კარი ნოდარ ქავთარაძემ აიღო. შეხვედრაში საბოლო შედეგი ნიკა ნინუამ დააფიქსირა, რომელმაც მაპინძელთა კარში მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა. ანგარიშის მიუხედავად ვიტ ჯორჯია დინამოსთან მატჩში უშანსოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზება ვარ შეძლო.
ამ დროისთვის ვიტ ჯორჯიას 17 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზეა, თბილისის დინამომ ქულათა მარაგი 54-მდე გაზარდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ფოტო:ბადრი კეთილაძე
                                    დილა
                                
                                    იბერია 1999
                                
                                    დინამო თბ
                                
                                    ტორპედო
                                
                                    სამგურალი
                                
                                    დინამო ბთ
                                
                                    გაგრა
                                
                                    გარეჯი
                                
                                    თელავი
                                
                                    კოლხეთი 1913
                                
                                    რუსთავი
                                
                                    სპაერი
                                
                                    მერანი მრ
                                
                                    მეშახტე
                                
                                    ლოკომოტივი
                                
                                    სამტრედია
                                
                                    იბერია 1999-2
                                
                                    სიონი
                                
                                    გონიო
                                
                                    დინამო-2 თბ