საბურთალო 0:0 ვიტ ჯორჯია
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ბოლო სათამაშო დღე მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა საბურთალომ აუტსაიდერი ვიტ-ჯორჯია ვერ დაამარცხა. მოქმედმა ჩემპიონებმა მეტოქეს გოლი ვერ გაუტანეს იმის, მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. ვიტ ჯორჯიამ კი ზედიზედ მეორე მატჩში არ წააგეს.
ამ დროისთვის საბურთალოს 44 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ორი გამოტოვებული მატჩი აქვს რეზერვში. ვიტ ჯორჯია კი 17 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.
თბილისის დინამო 2:2 რუსთავი
საბურთალოს ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა მისმა უშუალო კონკურენტმა თბილისის დინამომ, რომელმაც საკუთარ მოედანზე რუსთავი ვერ დაამარცხა. დინამოელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-18 წუთზე მასპინძლები ლევან შენგელიამ დააწინაურა და პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. დაპირისპირების 50-ე წუთზე კი ნიკა ნინუამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით დინამოს უპირატესობა ორბურთიანი გახადა.ამის შემდეგ რუსთაველთა გააქტიურება თვალშისაცემი გახდა. 5 წუთში ბექა ქავთარაძემ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, მატჩის მიწურულს კი კიდევ ერთი გოლი გაუტანა მეტოქეს და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
25 ტურის შემდეგ თბილისის დინამო 48 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. რუსთავი კი 29 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.
ფოტო: გიორგი არჯევანიძე (c)
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ