ბათუმის დინამომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. 25-ე ტურის შეხვედრაში გია გეგუჩაძის გუნდი გასვლაზე ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში მესამეჯერ დიდი ანგარიშით დაამარცხა. შეგახსენემტ, რომ პირველ წრეში ბათუმელებმა სიონი გასვლაზე 4-2 დაამარცხეს, ხოლო მეორე წრეში ანგისაზე 5-1 სძლიეს.
სტუმრებმა დღეს ბოლნისელებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში მატჩში 50-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა გახსნა, ორმადე უპირატესობა 71-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გაზარდა. მესამე ბურთი მასპინძელთა კარში ჯაბა ჯიღაურმა შეაგდო, ხოლო საბოლოო შედეგი 84-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა დააფიქსირა, რომელმაც აღნიშნულ დაპირისპირებაში დუბლი მიითვალა.
ამრიგად რამდენიმე მატჩიანი ჩავარდნის შემდეგ ბათუმის დინამომ ზედიზედ სამი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
25 ტურის შემდეგ ბათუმელებს 49 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან. ბოლნისის სიონი კი 26 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
თელავი
გარეჯი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სიონი
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ