გორის დილა 0:1 ლოკომოტივი
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. პირველი დაპირისპირება გორში თენგის ბურჯანაძის სახელობის არენაზე დილასა და თბილისის ლოკომოტივს შორის გაიმართა. გამარჯვებულის ბედი აღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც თამაშის ბოლო წუთზე დავით ჯიქიამ გაიტანა. გასულ ტურში თბილისის დინამოსთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ ლოკომოტივმა ისევ მოიპოვა მნიშვნელოვანი სამი ქულა.
23 ტურის შემდეგ გორის დილას ანგარიშზე 26 ქულაა და ამ მაჩვენებლით გუნდი მე-7 ადგილზე იმყოფება. ლოკომოტივმა კი 35 ქულით მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ვიტ ჯორჯია 0:3 ბათუმის დინამო
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა ბათუმის დინამომ, რომელმაც 23-ე ტურში გასვლაზე გათამაშების აუტსაიდერი ვიტ ჯორჯია დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო მთელი შეხვედრა ბათუმელების სრული უპირატესობით წარიმართა. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაიტანა. სტუმრებმა ანგარიში მე-10 წუთზე ჯამბულ ჯიღაურის მიერ გატანილი სადებიუტო გოლით გახსნეს. 27-ე წუთზე ორამდე უპირატესობა ვლადიმერ დვალიშვილმა გაზარდა. მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში გატანილი გოლით თორნიკე გაფრინდაშვილმა დააფიქსირა.
ამ დროისთვის ვიტ ჯორჯია 15 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება. 43 ქულა დაუგროვდა ბათუმის დინამოს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913