კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

თბილისის დინამომ ლოკომოტივი გაანადგურა, ბათუმის დინამომ ისევ ვერ მოიგო!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ერთვიანი შესვენების შემდეგ 22-ე ტურის შეხვედრებით განახლდა.

ბოლნისის სიონი 1:0 ვიტ ჯორჯია

ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების აუტსაიდერები ბოლნისის სიონი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. აშნიშნული დაპირისპირება ბოლნისელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.

22 ტურის შემდეგ ბოლნისელებს 25 ქულა დაუგროვდათ და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზე არიან. ვიტ ჯორჯია კი 15 ქულით ისევ ბოლო პოზიციაზეა.

ლოკომოტივი 0:6 დინამო თბილისი

სრულფასოვანი რევანში აიღო თბილისის დინამომ თანაქალაქელ ლოკომოტივთან, რომელიც გასვლაზე დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ მეორე წრის  დაპირისპირება ლოკომოტივმა დღევანდელ მეტოქეს 3-1 მოუგო. დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მასპინძელთა კარში დუბლი ნიკა ნინუამ შეასრულა, ხოლო თითო გოლი ანგარიშზე ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ მიითვალეს.

დღევანდელი წაგებით ლოკომოტივმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში  9 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო თბილისის დიმამომ კი ზედიზედ მოგებული თამაშების სერია 8-მდე გაზარდა.

ამ დროისთვის თბილისის დინამოს 44 ქულა აქვს  და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ლოკომოტივი 32 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

ბათუმის დინამო 0:0 გორის დილა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე თამაში ვერ მოიგო ბათუმის დინამომ.  22- ტურში გია გეგუჩაძის გუნდი ანგისაზე გორის დილას დაუპირისპირდა და მორიგო ორი ქულა დაკარგა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი გუნდებმა თანაბარ ბრძოლაში წარმართეს. მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ მომენტების რეალიზება მაინც ვერ მოახერხეს. გორის დილა ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით ბათუმში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ლოგიკური ქულაც მოიპოვა.

22 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს ანგარიშზე 40 ქულა და გუნდი ამ მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე იმყოფება. გორის დილა კი 26 ქულით მე-7 ადგილზეა.