კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

დინამომ გაბალა დაამარცხა! ჩიხურას და აბერდინის მატჩი თბილისში ფრედ დასრულდა

  • გაბალა 0:2 დინამო თბილისი
  • 0:1 - კუტალია (41), 0:2 - დაფე (87)

თბილისის დინამო ევროპა ლიგის  მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევასთან ახლოსაა - დედაქალაქელებმა გაბალასთან გასვლითი შეხვედრა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. დინამოელები მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდნენ საგრძნობ უპირატესობას, თუმცა ანგარიშის გახსნა პირველი ტაიმის მიწურულსშეძლეს.

მატჩის 41-ე წუთზე  დინამო ლევან კუტალიამ თავური დარტყმით დააწინაურა - საგოლე პასი ნოდარ იაშვილმა მიითვალა. გატანილმა გოლმა სტუმრებს მეტი თავდაჯერება შემატა. დინამომ მეტოქის  კარის მიმართულებით რამდენიმე ზუსტი დარტყმა განახორციელა. მეკარის კარის ხაზი თამაშის ბოლოს ცვლილებაზე გამოსულმა დაფემ გადაკვეთა, რომელმაც გაბალას ულამაზესი გოლი გაიტანა.

ორმატჩიანი დაპირისპირების განმეორებითი შეხვედრის წინ ამ ანგარიშით თბილისის დინამომ საკმაოდ კომფორტული  მოცემულობა შეიქმნა. აზერბაიჯანულ კლუბს დედაქალაქელები თბილისში  დინამო არენაზე 1 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.

ფელის ვისენტე (დინამო თბილისი): "ჩვენი მხრიდან საუკეთესო ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და ეს ბალანსი არის ალბათ ჩვენი ძლიერი მხარე.

დღევანდელ შეხვედრაში და ზოგადად, დინამოს უპირველესი მიზანი კარის მშრალად შენახვაა და მიხარია, რომ ეს მოვახერხეთ.

კარგი მატჩი იყო, თუმცა ჯერ დასრულებული არაფერია, თბილისში დარწმუნებული ვარ ბევრად რთული მატჩი გველის - კარგ გუნდთან და ეს დღესაც გამოჩნდა.

  • ჩიხურა 1:1 აბერდინი
  • 1:0 - კორიფაძე (41/პენ), 1:1 - კოსგროუ (68/პენ)

საჩხერის ჩიხურამ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში შოტლანდიურ აბერდინს უმასპინძლა. შეხვედრა მაღალ ტემპში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სიმწვავე უფრო საჩხერელთა შეტევებს ჰქონდა.

შეხვედრაშუ ანარიში 41-ე წუთზე ჩიხურას გიორგი კორიფაძემ თერთმეტმეტრიანით გახსნა - პენალტი შოტლანდიელთა საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძის აქტიურობას მოჰყვა, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა. ანგარიში აბერდინიდან კლუბის ინგლისელმა ლიდერმა სემ კოსგროუმ, ასევე პენალტით გაათანაბრა.

სოსო ფრუიძე (საჩხერის ჩიხურა): "პენალტის ეპიზოდებზე სასაუბრო არაფერია, შეეძლო მსაჯს ორივე შემთხვევაში დანიშვნა და ასეც მოიქცა. უბრალოდ ერთს დავამატებ, რომ ჩვენ წინააღმდეგ თუ პენალტი იყო, მაშინ ბოლო წუთებზე ერგემლიძის ეპიზოდიც მოითხოვდა მეტ ყურადღებას.

ზოგადად თმაშს რაც შეეხება, ვეცადეთ, რომ მათი ფიზიკური ძალა და ორთაბრძოლებში უპირატესობა - ბურთის დაჭერით და ტექნიკური თამაშით გაგვენეიტრალებინა, რაც რაღაც დონეზე გამოგვივიდა კიდეც. თუმცა აბერდინელთა 16 ნომრის (სემ კოსგროუ) განეიტრალებას დიდი ძალა და ენერგია დავახარჯეთ.

ვფიქრობ შოტლანდიაში უფრო მოტივირებულები იქნებიან და სახლში მაყურებლის წინაშე უფრო შეგვიტევენ.