კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

'ჩემი ფეხბურთელები ამ დონეზე თამაშისთვის მზად არიან' - გიორგი ჭიაბრიშვილი

საფეხბურთო კლუბი საბურთალო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტირასპოლის შერიფის ბარიერი გადალახა. ორმატჩიანი დაპირისპირება ქართულმა კლუბმა საერთო ჯამში 4-3 მოიგო.  საბურთალოს მომდევო მეტოქე ზაგრების დინამოა. კლუბის მიერ ჩატარებულ მატჩებსა და სამომავლო გეგმებზე გიორგი ჭიაბრიშვილი საუბრობს.

 გასვლაზე 0-3 მოგებული თამაშის შემდეგ მოულოდნელი იყო საკუთარ მოედანზე საწყის 11 წუთში გაშვებული 3 გოლი. რა მოხდა მატჩის დებიუტში?

გიორგი ჭიაბრიშვილი: წარუმატებელი სტარტი გვქონდა. მეორე წუთზე მივიღეთ პირველი გოლი და ამან პანიკური სიტუაცია შექმნა. ყველანაირი გეგმა და დავალება რაც თამაშამდე გვქონდა, მეორე რიგში გადავიდა. ქვეცნობიერში წავიდა ფიქრი იმაზე თუ როგორ შეგვენარჩუნებინა ანგარიში. ამ ყველაფერს მოჰყვა მეორე და მესამე გოლი.  მე რაც შემიძლია  ვთქვა არის ის , რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ამ სიტუაციის გაანალიზება და გონზე მოსვლა მოახერხებს. მსგავსი მოცემულობის შემოტრიალება არამხოლოდ ქართულ კლუბებს არამედ ძალიან დიდ გუნდებს უჭირთ.  

ალბათ აქვს ახსნა თუ რატომ განვითარდა ასე მოვლენები. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ გუნდმა 3-0 მოგებული მატჩის შემდეგ ჩათვალა რომ საქმის 90 პროცენტი გაკეთებული იყო. ასეთ დროს ყოველთვის ისჯები. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გვაქვს საქმე და ვიმედოვნებ, რომ ეს გამოცდილება სამომავლოდ გამოგვადგება.  გუნდს ჯერ მაინც უჭირს იმის გათვითცნობიერება თუ სად ვთამაშობთ და რამხელა რაღაცა დგას კონკრეტული მატჩების უკან.

შეძელით თუ არა გაშვებული გოლების შემდეგ ფეხბურთელებისთვის მითითებების მიცემა?

 შესვენებამდე ვერაფერი ვერ მოვახერხე და ეს იყო ძალიან რთული ჩემთვის.  გულშემატკივრების სიმრავლის გამო ( რომელსაც არ ვართ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონაში მიჩვეული) გამიჭირდა ჩემი სათქმელის ფეხბურთელებამდე მიტანა. რომც მქონოდა საშუალება ალბათ მაინც  ვერ გაიგებდნენ მიღებული შოკის გამო.

რა მოხდა შესვენებაზე ?

შესვენებაზე დიდი ტაქტიკური ცვლილებები არ გამიკეთებია. მე მათ უბრალოდ ვკითხე: რა ხდება, რას ვთამაშობთ  და რატომ არ არის ეს ჩვენი თამაში? ვუთხარი, რომ ვითამაშოთ ის ფეხბურთი რასაც ზოგადად ვთამაშობთ და დასრულდეს დაპირისპირება ისე როგორც დასრულდება. ამის შემდეგ დაილაპარაკეს დალაგდნენ და თავადაც ნახეთ რომ მეორე ნახევარში სულ სხვა გუნდი იყო მოედანზე.

ზოგადად მეგონა, რომ პირველ შეხვედრაში ასეთი დამაჯერებელი თამაშის შემდეგ მეორე მატჩში არ ექნებოდათ ისეთი სიფრთხილე, როგორსაც ადგილი ჰქონდა პირველ წუთებში.

დამაჯერებლად მოგებული  გასვლითი მატჩის შემდეგაც კი თქვენ მოერიდეთ ხმამარალ განცხადებებს. მაშინ გქონდათ სწორედ ის მოლოდინი რამ მიხეილ მესხის სახელობის არენაზე მოხდა?

მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ შერიფი არ იყო ის გუნდი, რომელსაც საბურთალო მარტივად მოუგებდა. პირველ შეხვედრაში მოლდოველების მხრიდან მეტოქის შეუფასებლობა მოხდა, რომელიც ჩვენ კარგად გამოვიყენეთ. მაშინაც ვიზახდი და ბოლომდე დავრჩი ჩემს აზრზე, რომ თბილისში სულ სხვა გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში და გაცილებით რთული იქნებოდა.

გულშემეტკივრების ფაქტორი რამდენად დიდი იყო შერიფთან მატჩში?

ორმაგი სტუმული იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის. ვერაფერს მოვახერხებდი შესვენებაზე და გუნდი ვერ შეძლებდა საჭირო განწყობის შექმნას, რომ არა ამდენი ადამიანის გულწრფელი ტაში და მხარდაჭერა. უბრალოდ გუნდი მწყდება ერთ რამეზე, რომ თბილისში ვერ ვანახეთ გულშემატკივარს ის, თამაში როგორიც ტირასპოლში. ეს რომ გამოგვსლოდა და დარწმუნებული ვარ უფრო გახარებულიბი და  ნასიამოვნები წავიდოდნენ სტადიონიდან.

რა იქნება ზაგრების დინამოსთან?

ზაგრების დინამოზე ჯერ სიღრმისეული ანალიზი გასაგები მიზეზების გამო არ გაგვიკეთებია. ზედაპირულად ვიცით როგორი გუნდია. ბევრად ძლიერი მეტოქეა ვიდრე შერიფი. მათ აქვთ ფინანსური რესურსი და ზოგადად ხორვატებს, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ ამას მუდმივად ამტკიცებენ.  კარგად მოვემზადებით მომავალი თამაშებისთვის. ვეცდებით, ის ლაფსუსები, რაც გვქონდა, გამოვასწოროთ.  დრო არ გვაქვს ბევრი, მაგრამ  გავმეორდები, რომ ჩემი ფეხბურთელები ამ დონეზე თამაშისთვის მზად არიან.

ხორვატიაში არ მიმდინარეობს ჩემპიონატი და შესაძლოა ფეხბურთელები არ იყვნენ სათანადო ტონუსში და ამას ემატება მატჩი გულშემატკივრების გარეშე ზაგრებში. ეს ფაქტორები რამდენად შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ორრაუნდიან დაპირისპირებაში?

ეს ორი ფაქტორი აუცილებად გადამწყვეტი ინება იმ შემთხვევაში თუ  მინდორზე გუნდების თანაფადრობა მეტ ნაკლებად ერთი დონის იქნება.  სანამ უშუალოდ არ ვნახავთ რა მოცემულობა იქნება მოედანზე ამაზე საუბარი რთულია. თუ ამ ბარიერი გადალახვის შანსი მოგეცემა, რა თქმა უნდა  ზემოხსენებული დეტალები იქნება უმნიშვნელოვანესი.

გაქვთ თუ არა შემონახული კოზირები, რომელიც ამ დრომდე არ დაანახეთ ზაგრების დინამოს წარმომადგენლებს?

შერიფთან დაპირისპირებაში ვეცადეთ რომ არ გამოგვეყენებინა ერთი შეტევითი კომპონენტი . ასე რომ  გვაქვს გარკვეული რეზერვი ამ მიმართულებით.