ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი კიდევ ერთმა ქართულმა კლუბმა გადალახა. საჩხერის ჩიხურამ ევროპა ლიგის გათამაშებას ლუქსემბურგული ფოლა გამოთიშა. სოსო ფროიძის გუნდმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 4-2 დაამარცხა. განმეორებით შეხვედრაში მასპინძლებმა ლუქსემბურგელებს 2-1 მოუგესს. პირველი გოლი ფოლას კარში შეხვედრის 25-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა გაიტანა. ორამდე უპირატესობა 74-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა გაზარდა. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება მატჩის მიწურულს დანისნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით შეძლეს.
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერული კლუბი სავარაუდოდ შოტლანდიურ აბერდინს დაუპირისპირდება, რომელსაც ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა ფინურ როვანიემთან 2-1 აქვს მოგებული.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი