- საბურთალო 1:3 შერიფი
- ორი მატჩის ჯამში თბილისელებმა რაუნდი 4:3 მოიგეს...
საბურთალომ მოლდოვის ჩემპიონი - ტირასპოლის შერიფი გასვლაზე 3:0 დაამარცხა, თუმცა საპასუხო შეხვედრა მიხეილ მესხზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის გაცილებით რთული გამოდგა.
შეხვედრის მე-11 წუთზე შერიფი უკვე 3 ბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა. შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მობილიზება მოახერხა.
59-ე წუთზე ლუკა ლაკვეხელიანის ჩაწოდებას, საჯარიმოში კლუბის მონტენეგროელი ფორვარდი - ოგნიენ როლოვიჩი გამოეხმაურა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 1:3.
საბურთალოელები ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდში, ხორვატულ გრანდს - ზაგრების დინამოს დაუპირისპირდებიან. მატჩების ზუსტ თარიღებს და დროს, 19 ივლისის წილისყრა გამოავლენს.
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი