კალენდარი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ახალი ამბები

'ახლა მხოლოდ დღევანდელ მატჩზე ვფიქრობთ' - გიორგი რეხვიაშვილი შერფითან შეხვედრის წინ

10 ივლისს ტირასპოლში საბურთალოს ევროთასებზე დებიუტი შედგა, სადაც თბილისელებმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, ადგილობრივი შერიფი 3:0 დაამარცხეს.

დღეს კი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საპასუხო შეხვედრას მოლდოვის ჩემპიონის წინააღმდეგ მიხეილ მესხზე ჩაატარებს, აღნიშნული მატჩის შესახებ გუნდის დაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა - გიორგი რეხვიაშვილმა ისაუბრა, რომელიც რამდენიმე კვირაა რაც საბერძნეთიდან დაბრუნდა.

პირველი მატჩის წინ შერიფის ერთ-ერთი უპირატესობა ის იყო, რომ მოლდოველებს ევროთასებზე თამაშის გაცილებით დიდი გამოცდილება ჰქონდათ...

მეტოქე კარგად გვყავდა შესწავლილი, ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა მათი სუსტი მხარეები ზუსტად განსაზღვრეს, რაც შემდეგ ჩვენ მოედანზე კარგად გამოვიყენეთ. ალბათ გარკვეულწილად შერიფის მხრიდან ჩვენ დაუფასებლობასაც ჰქონდა ადგილი და მატჩის მიმდინარეობისას ვერაფერი ვეღარ შეცვალეს.

1

უპირატესობა დიდია, მაგრამ დღეს საპასუხო შეხვედრა გელით...

პირველი თამაში უკვე ისტორიაა, ახლა ყველანი თბილისში გასამართ შეხვედრაზე ვართ კონცეტრირებულები, გვინდა ჩვენი გულშემატკივარი გამარჯვებით გავახაროთ.

შერიფის ბარიერს თუ გადალახავთ, შემდეგი მეტოქე ზაგრების დინამო იქნება...

ხორვატებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ იოლად არაფერს დავთმობთ. თუმცა ახლა მხოლოდ შერიფთან დღევანდელ მატჩზე ვფიქრობთ.

1

საბურთალო ევროთასებს ასეთ კარგ ფორმაში რომ შეხვდა, ეს ალბათ ჩემპიონატის ახალმა ფორმატმაც განაპირობა...

ეს ალბათ მთავარი ფაქტორია, ჩვენს გარდა ევროტურნირებზე მოასპარეზე სხვა ქართულმა კლუბებმაც მოიგეს, მინიმალური სხვაობით მხოლოდ ტორპედო დამარცხდა და იმედია საპასუხო შეხვედრაში ტორპედოც გაახარებს თავის ქომაგს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩემპიონატის დონემ აშკარად მოიმატა და ჩემი საქართველოში დაბრუნების მთავარი მიზეზიც ეს არის.