კალენდარი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ახალი ამბები

თბილისის დინამოს სარეკორდო გამარჯვება ევროტურნირებზე! ჩიხურამ გასვლაზე ფოლა დაამარცხა

  • დინამო 6:0 ენგორდანი
  • ორდაბასი 1:0 ტორპედო
  • ფოლა 1:2 ჩიხურა

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი თბილისის დინამომ ანდორულ ენგორდანთან დიდი ანგარიშით მოიგო. დედაქალაქელებმა მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანეს და ახალი რეკორდი დაამყარეს. აქამდე დინამოს დიდი ანგარიშით 2013 წელს ფარერის კუნძულების სტრეიმურთან, 6-1 ჰქონდა მოგებული.  

როგორც მოსალოდნელი იყო ანდორელებთან დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. შეხვედრის მე-6 წუთზე ანგარიში ნიკა ნინუამ გახსნა. ორამდე ანგარიში 21-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ გაზარდა. მატჩის პირველ ნახევარში ვისენტე ფელისის შეგირდებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე რეალური მომენტი, თუმცა ტაბლოზე  არაფერი შეცვლილა.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი იგივე დარჩა. დინამოელთა სათამაშო უპირატესობას ნოდარ ქავთარაძის გოლი მოყვა. რამდენიმე წუთში ანდორელთა კარი, ამჯერად თერთმეტმეტრიანით ლევან კუტალიამ აიღო. 71-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა და დინამო უკვე 5-0 იგებდა. დარჩენილ დროში გოლის გატანა ცვლილებაზე შესულმა გიორგი ზარიამაც შეძლო.

ამ ანგარიშით თბილისის დინამომ განმეორებითი შეხვედრის წინ სერიოზული ფორა მიიღო და პრაქტიკულად გაინაღდა მომდევო ეტაპზე გასვლის საკითხი.

დღესვე ევროპა ლიგაზე კიდევ ორი ქართული კლუბი გამოდიოდა. ქუთაისის ტორპედომ გასვლითი შეხვედრა ყაზახურ ორდაბასთან მინიმალური ანგარიშით დათმო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაიტოვა.

საჩხერის ჩიხურამ გასვლაზე ლუქსემბურგის ფოლა 2:1 დაამარცა, სოსო ფრუიძის გუნდიდან გოლები მიშიკო სარდალიშვილმა და გიორგი ქორიფაძემ გაიტანეს.