ახალი ამბები

'მინდა ევროთასებზე საბურთალოს ღირსეული დებიუტი შედგეს' - გიორგი ჭიაბრიშვილი შერიფთან მატჩამდე

  • 10 ივლისი | შერიფი - საბურთალო | 21:00

2019-20 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ტრადიციულად 4 კლუბი ეყოლება - თბილისის „საბურთალო“, ქუთაისის „ტორპედო“, საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „დინამო“.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო“ მოლდოვის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ტირასპოლის „შერიფს“ შევხდება.

თბილისელები პირველ მატჩს სტუმრად დღეს 10 ივლისს მოლდოვაში ჩაატარებენ, ხოლო 16 ივლისს მეტოქეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

გიორგი ჭიაბრიშვილი:  საბურთალოსცხოვრებაში პირველად ხდება, რომ გუნდს ჩემპიონატში პაუზის შემდეგ დასვენების საშუალება არ ექნება. რა თქმა უნდა, სხვა 3 ქართულ კლუბსაც უწევს ასეთ რეჟიმში მუშაობა, თუმცა ჩვენთვის ეს პირველი იქნება და მინდა, ღირსეული დებიუტი შედგეს. მჯერა, ჩემი ფეხბურთელებისა და სტაფის. იმედი მაქვს, შევძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას.

სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებსფაქტობრივად, შერიფიევროთასებზე ყოველ წელს ამაჯერებლად თამაშობს. ძლიერი და წარმატებული კლუბია, როგორც ევროასპარეზზე, ასევე შინაურ ჩემპიონატში. „შერიფს“ მაღალკვალიფიციური ფეხბურთელების დიდი რესურსი აქვ, ფინანსურად გამართული გუნდია. თუმცა, ამას ნაკლებად ვუყურებ - ფეხბურთი მხოლოდ ფული არ არის".

ჩემპიონთა ლიგაში დებიუტამდე „საბურთალოს“ ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც 2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი საბერძნეთის სუპერლიგაში, „ლევადიაკოსში“ გაატარა.

111

„საბურთალოში“ ითამაშებს გასულ სეზონში საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი და თანაბომბარდირი გიორგი გაბედავა, რომელმაც სამივე პრიზი საჩხერის „ჩიხურაში“ მოიგო, ხოლო 2018-19 წლების სეზონი პოლონეთის ექსტრაკლასადან გავარდნილ სოსნოვეცის „ზაგლებიეში“ დაასრულა.

 „საბურთალოს“ კარს დაიცავს ლაზარე კუპატაძე, რომელიც ზამთარში ლუქსემბურგულ „ჟენესში“ გადავიდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ის გასულ სეზონში „საბურთალოს“ კაპიტანი გახლდათ.

„საბურთალოში“ ითამაშებს საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენიაც, რომელმაც 2018-19 წლების სეზონი ლუქსემბურგულ „დუდელანჟში“ გაატარა.