კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ზედიზედ მეშვიდე მოგება - თბილისის დინამო პირველად გალიდერდა!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი შეიცვალა. პირველად მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის დინამო მოექცა. დედაქალაქურმა  გუნდმა ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო. შუასასეზონო შესვენებამდე ბოლო შეხვედრაში დინამომ, უშუალო კონკურენტი ბათუმის დინამო ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

დინამო არენაზე გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლები დებიუტშივე დააწინაურა გიორგი პაპავამ. წონასწორობა 26-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. სტუმრებს გოლის გატანის რამდენიმე მომენტი ჰქონდათ დარჩენილ დროში, თუმცა თბილისელთა გოლკიპერმა დამაჯერებლად ითამაშა. შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი ცვლილებაზე შემოსული დაფეს პასით ლევან კუტალიამ 82-ე წუთზე გაიტანა.

21 ტურის შემდეგ თბილისის დინამომ 41 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფება. ბათუმის დინამოს აქტივში 39 ქულა რჩება და სატურნირო ცხრილში მე-3  ადგილზე გადაინაცვლა.

 კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ბოლო სათამაშო დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება გორის დილასა და ბოლნისის სიონს შორის შედგა. გასულ ტურში დიდი ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ გორელებმა  საკუთარ მოედანზე ისევ მოიპოვეს 3 ქულა. მასპინძლებმა ბოლნისელები 2-0 დაამარცხეს. პირველი გოლი ფორტესის ანგარიშზეა, ხოლო საბოლოო ანგარიში გუკა გოშთელიანმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დააფიქსირა.

ამ დროისთვის გორის დილა 25 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ბოლნისის სიონი კი 22 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.