ახალი ამბები

საბურთალომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო!

ტორპედო 0:2 ლოკომოტივი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21- ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და თბილისის ლოკომოტივი დაუპირისპირდნენ. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე მასპინძლები დედაქალაქლებთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. გოლი 71 წუთზე ლაშა გვალიამ გაიტანა. ლოკომოტივის უპირატესობ კი ირაკლი სიხარულიძემ 86- წუთზე გაზარდა. ამრიგად დედაქალაქურმა გუნდმა საფებურთო ჩემპიონატჩი წაუგებლად ზედიზედ მე-9 შეხვედრა ჩაატარა.

21 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს აქტივში 34 ქულა რჩება და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. 32 ქულა აქვს ლოკომოტივს და მე- 5 პოზიციაზეა.

ვიტ ჯორჯია 0:0 ჩიხურა

უგოლოდ დასრულდა ვიტ ჯორჯიასა და საჩხერის ჩიხურას დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ სოსო ფრუიძის გუნდს ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შეექმნა ვერცერთი მათგანის რეალიზება ვერ მოახერხა.

ამ დროისთვის  ვიტ ჯორჯიას 15 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის ბოლო საფეხურზეა. ჩიხურა კი 27 ქულით მე- ადილს იკავებს.

საბურთალო 2:2 რუსთავი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო საბურთალომ. ამჯერად გიორგი ჭიაბრიშვილის  გუნდმა აუტსაიდერ რუსთავთან დაკარგა ქულები. რუსთაველებმა უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე  მოიპოვეს. მე-17 წუთზე ლაშა ქოჩლაძემ თავისი გუნდი დააწინაურა. 39-ზე კი მანვე დუბლი გაიფორმა და სტუმრები უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. საბურთალომ ტაიმი დასრულებამდე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გეგა დიასამიძემ გაიტანა. შეხვედრის მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა წონასწორობის აღდგენა მხოლოდ 74- წუთზე შეძლეს. გატანილი ბურთით თავი ისევ დიასამიძემ გამოიჩინა. დარჩენილ დროში მოქმედ ჩემპიონებს რამდენიმე შანსი ჰქონდათ სამი ქულის მოსაპოვებლად, მაგრამ რეალური საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს.

21 ტურის შემდეგ  საბურთალო 40 ქულით გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზეა. რუსთავს კი 19 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.

ფოტო: გიორგი არჯევანიძე (c)