კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ბათუმის დინამომ და საბურთალომ ქულები ისევ დაკარგეს! სატურნირო ცხრილში ვითარება დაიძაბა!

ლოკომოტივი 1:0 საბურთალო

მოულოდნელად ვითარდება მოვლენები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში. ტურის პირველ შეხვედრაში  საბურთალო ლოკომოტივს  სტუმრის სტატუსით დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი  56-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. თამაშის სცენარიდან გამომდინარე დაფიქსირებული შედეგი ლოგიკური იყო. დღეს გამარჯვებით ლოკომოტივს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 8 წაუგებელი მატჩი დაუგროვდა. საბურთალომ კი ქულები ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაკარგა ქულები, რაც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ლიდერის პოზიციის დაკარგვად დაუჯდა.

20 ტურის შემდეგ თბილისის ლოკომოტივს 29 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. საბურთალო კი 39 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ბათუმის დინამო 2:2 ტორპედო

ისევ ვერ მოახერხა ბათუმის დინამომ ქუთაისის ტურპედოს დამარცხება.  გია გეგუჩაძის გუნდს მთავარი კონკურენტის, საბურთალოს წაგების შემდეგ სამი ქულის მოსაპოვებლად გაორმაგებული მოტივაცია ჰქონდა, თუმცა  დინამომ პროგრამა მაქსიმუმის შესრულება ვერ შეძლო. ანგისას ბაზაზე გამართულ დაპირისპირებაში მე-9 წუთზე ქუთაისელები ნოდარ ქავთარაძემ დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები ძალიან გააქტიურდნენ, რასაც 21-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენატი მოყვა, რომელიც ზუსტად შეასრულა ჯოვინო ფლამარიონმა. 30-ე წუთზე გაბრიელ რამოსმა ბათუმელები წინ გაიყვანა და შესვენებაზე გეგუჩაძის შეგირდები სასურველი შედეგით გავიდნენ.

ხარისხობრივად რადიკალურად განსხვავებული გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი. ნაკლებად იქმნებოდა რეალური საგოლე მომენტები. 65-ე წუთზე უკვე სტუმრებმა გამოიყენეს შანსი და ლევან გეგეჭკორმა  თამაშში წინასწორობა აღადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს მასპინძლებს შეექმნათ რეალური საგოლე მომენტები გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ტორპედოს წინააღმდეგ ბათუმელთა ახალწვეულის, ვლადიმერ დვალიშვილის დებიუტი შედგა. სწორედ მას ჰქონდა  ბოლო წუთებზე კარგი შანსი, მაგრამ ფორვარდმა დებიუტი გოლით ვერ აღნიშნა.

ამ დროისთვის ბათუმის დინამო 39 ქულა  აქვს და სტუმრნირო ცხრილში ამ მაჩვენებლით ლიდერის პოზიციაზე გადაინაცვლა. ქუთაისის ტორპედო კი 34 ქულით მე-4  ადგილზე რჩება.