- სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
- ქართული კლუბების კამპანიაზე ორგანიზაციის გენ. მდივანმა - დავით მუჯირმა ისაუბრა
დღეს გამართულ სხდომაზე, აღმასკომის წევრებმა უეფას 2019-2020 წლების სეზონის ლიცენზირების შედეგის შესახებ სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების მოხსენება მოისმინეს.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ქართულ კლუბებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:
დავით მუჯირი: "დღევანდელი მდგომარეობით, კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მონაწილე არცერთ გუნდს სანქცია არ ემუქრება. არც უეფადან და არც ფიფადან ჩვენთან შესაბამისი განცხადება არ შემოსულა.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სოლიდარობის აქცია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ქართული კლუბების მიერ იყო წარმოებული, ჩვენი მხრიდან სრულად იქნება მხარდაჭერილი."
რუსთავი
დინამო თბ
დინამო ბთ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
სამტრედია
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი