ტორპედო 7:0 სიონი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტური წყალტუბოში უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა. ქუთაისის ტორპედო ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და 7 უპასუხო გოლი გაიტანა.
კახა ჩხეტიანის გუნდის ასკარა უპირატესობა მატჩის მე-11 წუთზე აისახა გატანილ გოლში, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. ქუთაისელთა შემტევმა აღნიშნულ მატჩში ჰეთრიკი მიითვალა და მიმდინარე სეზონში 10 ბურთით ბომბარდირთა დავაში ლიდერთა შორისაა. სიონთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა ნოდარ ქავთარაძემ, ხოლო თითო გატანილი გოლით თავი ლევან გეგეჭკორმა და თენგიზ წიქარიძემ გამოიჩინეს.
19 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს 33 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. ბოლნისის სიონის აქტივში 22 ქულაა და მე-7 პოზიციაა.
ლოკომოტივი 1:1რუსთავი
მიმდინარე ტურის პირველი სათამაშო დრის მეორე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ლოკომოტივსა და რუსთავს შორის შედგა. დაპირისპირება საკმაოდ დინამიური და სანახაობრივი გამოდგა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს. მე-2 წუთზე ლოკომოტივი ირაკლი სიხარულიძემ დააწინაურა. გაშვებულმა გოლმა სტუმრები არ დააბნია და მალევე გადავიდნენ შეტევებზე. რუსთაველებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს და პირვველი ტაიმის მიწურულს ანგარიშიც გაათანაბრეს. წონასწორობა ზაზა ციცქიშვილმა აღადგინა.
აქტიურად ჩაატარეს გუნდებმა შეხვედრის მეორე ნახევარი, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 20 წუთი ლოკომოტივმა თამაში 10 კაცის შემადგენლობით ჩაატარა. 71-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ოთარ კობახიძე გააძევა.
ამ დროისთვის ლოკომოტივს 25 ქულა აქვს და მე-5 პოზიციას იკავებს. 15 ქულა დააგროვა რუსთავმა და ამ მაჩვენებლით მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
საბურთალო 0:0 ბათუმის დინამო
უგოლოდ დასრულდა ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს საბურთალო და ბათუმის დინამო დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ნახევარი გუნდებმა ორმხივ შეტევებში გაატარეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. გამარჯვებული თამაშში ვერც მეორე ნახევარმა გამოავლინა და საბოლოოდ გათამაშების ლიდერებმა ქულები გაიყვეს. მოვლენათა ასეთი განვითარების საბურთალომ მეტდ მოიგო, რადგან დარჩა პირველ პოზიციაზე.
19 ტურის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს 39 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. ბათუმის დინამო კი 38 ქულით მეორე ადგილზე რჩება.
დილა
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
სიონი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ