კალენდარი

პარასკევი, 19 აპრილი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ახალი ამბები

ევროთასები: ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია!

  • საბურთალო მოლდოვის ჩემპიონს შეხვდება...

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი - საბურთალო მოლდოვურ ტირასპოლის შერიფთან ითამაშებს.

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში კი გუნდები ასე განაწილდა - თბილისის დინამოს, სან მარინოს ლა ფიორიტასა და ანდორის ენგორდანს შორის გამარჯვებული შეხვდება; ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასს დაუპირისპირდება, ხოლო სოსო ფრუიძის საჩხერის ჩიხურა ლუქსემბურგის ფიოლასთან ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგა (საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი)

• ტირასპოლის შერიფი (მოლდოვა) V საბურთალო

ევროპა ლიგა (საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი)

• დინამო თბილისი V ლა ფიორიტა (სან მარინო)/ენგორდანი (ანდორა)

• ორდაბასი (ყაზახეთი) V ტორპედო

• ფოლა (ლუქსემბურგი) V ჩიხურა