თბილისის დინამო 2:1 ვიტ ჯორჯია
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტური დინამო არენაზე დასრულდა, სადაც ერთმანეთს თბილისის დინამო და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-14 წუთზე დმიტრო ივანისენიამ დედაქალაქელები დააწინაურა კიდეც.
მატჩის საწყისი წუთებდან გამომდინარე ივარაუდებოდა, რომ დინამოელთა უპირატესობა მთელი დაპირისპირების განმავლობაში გაგრძელდებოდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ვიტ ჯორჯიამ მეტოქეს თანაბარი თამაში შესთავაზა და სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნა. შეხვედრის 42-ე წუთზე კი ცოტნე მოსიაშვილმა წონასწორობა აღადგინა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
ვიტ ჯორჯიასთან მატჩში, დინამოს რიგებში 16 წლის გიორგი აბუაშვილის დებიუტი შედგა
მატჩის მეორე ნახევარში სტუმრები მაქსიმალურად ცდილობდნენ დინამოსთვის ზონების გადაკეტვას და ხშირ შემთხვევაში ეს გამოსდიოდათ კიდეც. ვიტ ჯორჯია ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ თამაშის 90-ე წუთზე ლევან შენგელიამ ბურთი უძლიერესი დარტყმით ცხრიანში გაუშვა და თავის გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
18 ტურის შემდეგ თბილისის დინამოს 32 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. ვიტ ჯორჯიას აქტივში 14 ქულა რჩება და მე-10 პოზიციას იკავებს.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
დინამო თბ
ტორპედო
სპაერი
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
სიონი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
გორი