ლოკომოტივი 1:0 ბათუმის დინამო
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლოკომოტივის წაუგებელი სერია 6-მდე გაიზარდა. დღეს ლევან კორღალიძის შეგირდებმა გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი ბათუმის დინამო დაამარცხეს. დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალური საგოლე მომენტები გაცილებით უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ. რამდენიმე მომეტში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა ბათუმელთა გოლკიპერმა, თუმცა ალავიძის კარის აღება ირაკლი სიხარულიძემ მაინც მოახერხა მატჩის 88-ე წუთზე და ლოკომოტივმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ბათუმის დინამომ მე-18 ტურში წაგებით დაკარგა ერთპიროვნული ლიდერობა.
ამ დროისთვის თბილისის ლოკომოტივი 25 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, ბათუმის დინამო კი 37 ქულით მეორე ადგილზე დაქვეითდა.
ტორპედო 5:3 ჩიხურა
საქართველოს საფეხბურთო გათამაშებაში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის ტორპედომ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და ანგარიშით 5-3 დაამარცა. კახა ჩხეტიანის გუნდს 18 წუთი დასჭირდა 4 გოლის გასატანად. ანგარიში მეორე წუთზე გიორგი ქიმაძემ გახსნა, რომელსაც მე-4 წუთზე მიშიკო სარდალიშვილის ავტოგოლი მოჰყვა. მე-7-ზე დუბლი ქიმაძემ გაიფორმა, ხოლო მე-18 წუთზე ოთხამდე მასპინძელთა უპირატესობა გრიგოლ დოლიძემ გაზარდა. ასეთი სტარტის შემდეგ შეხვედრაში სიტუაციის დაძაბვა მოსალოდნელი არ იყო, თუმცა საჩხერლებმა ამის შემდეგ სამი ბურთის გატანა შეძლეს. 23-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ ერთი გაქვითა, მანვე გაიტანა მეორე გოლიც 61-ე წუთზე, ხოლო სამ წუთში ქუთაისელთა კარი ლაშა ჩიკვაიძემ აიღო. სტუმრებს ქულების გადარჩენის შანსი გაუჩნდათ, მაგრამ ლაშა ტაბატაძემ მატჩის მიწურულს მეხუთე გოლი გაიტანა ჩიხურას კარში და ქუთაისის ტორპედომ სამი ქულის მოპოვების საკითხიც გადაწყვიტა.
18 ტურის შემდეგ ტორპედოს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. საჩხერის ჩიხურა 23 ქულით მე-6 ადგილზეა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტური ხვალ, თბილისის დინამოსა და ვიტ ჯორჯიას დაპირისპირებით დასრულდება.
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი (c)
იბერია 1999
სპაერი
რუსთავი
დილა
ტორპედო
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
შტურმი
თელავი
კოლხეთი 1913
სიონი
ოდიში 1919
მერანი მრ
არაგვი
გორი
სამტრედია