- გაბედავა საბურთალოში ითამაშებს
გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი და ბომბარდირი გიორგი გაბედავა საბურთალოში ითამაშებს. ამპლუით ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა. გიორგი გაბედავას უახლოეს მატჩებში თბილისურ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის თავდამსხმელი 2018 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი, ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. გიორგი ბოლოს პოლონურ ექსტრაკლასას სოსნოვეცის ზაგლებიეში თამაშობდა. საბურთალოს ახალწვეულმა 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული, 275 ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრაში მეტოქეთა კარის აღება 82-ჯერ შეძლო.
- fcsaburtalo.ge
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
თელავი
გარეჯი
კოლხეთი 1913
მერანი მრ
სიონი
სამტრედია
შტურმი
გორი
ოდიში 1919
არაგვი