კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

საბურთალომ ვერ მოიგო, ბათუმის დინამო ერთპიროვნულად გალიდერდა!

  • კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტურის შემდეგ ლიდერთა სამეულში ცვლილებებია.

გორის დილა 2:3 თბილისის დინამო

ტურის პირველ შეხვედრაში  თბილისის დინამომ გორის დილა დაამარცხა და სამეულშიც გადაინაცვლა. ლევან შენგელიამ მე-5 წუთზე ლევან კუტალიას საგოლე პასით დედაქალაქური კლუბი დააწინაურა. მე-18 წუთზე დიდიე კოუგბენიამ  ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის 21-ე წუთზე აბდელ მეჯუბიმ სტუმრები წინ გაიყვანა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს  შენგელიამ კიდევ ერთი გოლი შეაგდო და  დინამო შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

თამაშის მეორე ნახევარი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და 49-ე წუთზე დილას ბრაზილიელმა შემტევმა ფელიპე პაიმმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში ბევრი სახიფათო მომენტი შეიქნმა გოლის არსეთი გუნდის კარში არ გასულა.

ზედიზედ სამი მოგებული თამაშის შემდეგ თბილისის 29 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში  მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. გორის დილა კი 19 ქულით მე-8 ადგილზეა.

ვიტ ჯორჯია 3:0 ქუთაისის ტორპედო

გათამაშების  აუტსაიდერმა ვიტ ჯორჯიამ  კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მოულოდნელად დაამარცხა ქუთაისის ტორპედო, რომელმა აღნიშნული მარცხის შემდეგ ლიდერთა სამეულში დაკარგა ადგილი. მასპინძლებმა ქუთაისელებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. ცოტნე მოსიაშვილმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გახსნა. ორამდე ვიტ ჯორჯიას უპირატესობა  ირაკლი ზარიძემ გაზარდა, ხოლო მესამეჯერ სტუმართა კარი ზურაბ მუსელიანმა აიღო.

17 ტურის შემდეგ ვიტ ჯორჯია 14 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება. ქუთაისის ტორპედო 27 ქყლით მე-4 ადგილზეა.

ბოლნისის სიონი 0:0 ლოკომოტივი

 უგოლოდ დასრულა ეროვნული ლიგის მე17 ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა. რომელიც  ბოლნისის სიონსა და ლოკომოტივს შორის გაიმართა.  შეხვედრა  გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა რეალური საგოლე მომენტი ირაკლი სიხარულიძემ შექნმა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ამ დროისთვის ბოლნისის სიონს 22 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში  მე-7 ადგილზეა, ლოკომოტივი კი 22 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

ბათუმის დინამო 2-:1 რუსთავი

 მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ბათუმის დინამომ საშინაო შეხვედრაში. გია გეგუჩაძის გუნდმა რუსთავი ანგარიშით 2-1 დაამარცხა. მასპინძლები 27-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა დააწინაურა. თამაშში ინტრიგა ნიკოლაი ყიფიანმა დააბრუნა, როდესაც 44-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მაინც შეძლეს გამარჯვების გილის გატანა, რომლის ავტორიც ნიკოლოზ საბანაძე გახდა.

17 ტურის შემდეგ ბათუმის დინამომ 37 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.  რუსთავი 11 ქულით ისევ ბოლო ადგილზე რჩება

ჩიხურა 0:0 საბურთალო

 მე-17 ტურის ბოლო შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. საჩხერის ჩიხურამ მოქმედ ჩემპიონებს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.  საბურთალოს განსაკუთრების მეორე ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მასპინძელთა გოლკიპერმა ყველა მათგანის მოგერიება შეძლო.

ჩატარებული 17 თამაშის შემდეგ საჩხერის ჩიხურას 23 ქულა აქვს  და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. საბურთალო კი 35 ქულით  მე-2 ადგილზეა.