კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ბათუმის დინამომ მიხეილ მესხზე ჩიხურა დაამარცხა, ლოკო ისევ იგებს!

საჩხერის ჩიხურა 1:2 ბათუმის დინამო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში უმნიშვნელოვანესი სამი ქულია მოიპოვა ბათუმის დინამომ, რომელმაც გასვლით შეხვედრაში საჩხერის ჩიხურა ანგარიშით 2-1 დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდმა, მატჩი, რომელსაც აგებდა შემოატრიალა და მოპოვებული სამი ქულის შემდეგ სატურნირო ცხრილს ისევ სათავეში ჩაუდგა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა  მე-18 წუთზე დემურ ჩიხლაძის მიერ გატანილი გოლით გახსნეს, მაგრამ წონასწორობის აღდგენა ბათუმელებმა  მალევე შეძლეს. 33-ე წუთზე საჩხერელთა კარში გოლი ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა.

დაპირისპირების მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. სოსო ფრუიძის გუნდი პერიოდულად მეტოქის კართან სიტუაციას ამწვავებდა, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა. თამაშის მიწურულს ბათუმელებმა მეორე ბურთიც შეაგდეს მასპინძელთა კარში. გამარჯვების გოლი გიორგი ჯანელიძემ გაიტანა.  

15 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 31 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება. საჩხერის ჩიხურას 22 ქულა რჩება და მე-4 ადგილზე რჩება.

 

ვიტ ჯორჯია 0:3 ლოკომოტივი

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო თბილისის ლოკომოტივმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. თბილისის დინამოსა და გორის დილას დამარცხების შემდეგ დედაქალაქელებმა დღეს ვიტ ჯორჯიას დიდი ანგარიშით მოუგეს.

ლოკომოტივმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ვიტ ჯორჯიას კარში გოლები თორნიკე კირკიტაძემ, ირაკლი სიხარულიძემ და  თორნიკე ძებნიაურმა გაიტანეს.

15 ტურის შემდეგ ლოკომოტივმა 18 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ გუნდმა გასავარდნი ზონა პირველად დატოვა. 11 ქულა აქვს ვიტ ჯორჯიას, რომელიც მე-9 ადგილზე იმყოფება.