ქუთაისის ტორპედო 2:3 საბურთალო
უხვგოლიანი გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის პირველი მატჩი, რომელიც ქუთაისის ტორპედოსა და საბურთალოს შორის წყალტუბოში გაიმართა. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი საბურთალომ მოიგო და პირველ პოზიციას დაუბრუნდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
პირველი გოლი ქუთაისელთა კარში სანდრო ალთუნაშვილმა თამაშის მე-8 წუთზე გაიტანა. 32-ზე წონასწორობა ბუდუ ზივზივაძემ აღადგინა. შესვენებაზე სტუმრები ისევ ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. საბურთალო წინ ლაშა შინდაგორიძემ გაიყვანა.
მატჩის მეორე ნახევარი ტორპედოსთვის ცუდად დაიწყო. აზაცკიმ როინ კვასხვაძის კარი ავტოგოლით აიღო და საბურთალოს უპირატესობა სოლიდური გახდა. თამაშში ინტრიგა თორნიკე კაპანაძემ დააბრუნა, რომელმაც საბურთალოს მე-60 წუთზე გოლი გაუტანა, მაგრამ ეს ბურთი აღნიშნულ დაპირისპირებაში ბოლო გამოდგა.
13 ტურის შემდეგ საბურთალოს 27 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. ტორპედო 23 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება.
ვიტ ჯორჯია 0:1 ბოლნისის სიონი
სტუმართა გამარჯვებით დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩი, რომელიც ვიტ ჯორჯიასა და ბოლნისის სიონს შორის გაიმართა. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ამ თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 87-ე წუთზე ბოლნისის სიონი დავით კირკიტაძემ დააწინაურა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ამ დროისთვის ვიტ ჯორჯიას აქტივში 11 ქულაა და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. ბოლნისის სიონმა კი 20 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
გაგრა
სამგურალი
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ