კალენდარი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ახალი ამბები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა წყალტუბოში განახლდება

  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 20 დაპირისპირებიდან  12 ქუთაისის ტორპედომ მოიგო, მხოლოდ 4-ჯერ მოიპოვა გამარჯვება ბათუმის დინამომ, 4 შეხევდრა კი ფრედ დასრულდა.
  • დღესვე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი  მატჩი გაიმართება

ხანმოკლე შესვენების შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრით გაიხსნება.  ქუთაისის ტორპედო წყალტუბოში გათამაშების ლიდერს უმასპინძლებს. კახა ჩხეტიანის გუნდმა საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში ვერ მოიგო.

ჩიხურსთან დაფიქსირებული ფრის შემდეგ ქუთაისელებმა წინა ტურში ბოლნისის სიონთან 1-2 წააგეს. ქულების დაკარგვის შემდეგ ტორპედო სამეულს მიღმა აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე დღეს მასპინძლებს განსაკუთრებული მოტივაცია აქვთ  სამი ქულის მოსაპოვებლად. მოგების შემთხვევაში მასპინძლები ლიდერთან ორ ქულამდე შემცირებენ სხვაობას. ქუთაისის ტორპედო ბათუმის დინამოსთან მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარებს.  

მათე ცინცაძე: ვემზადებით ლიდერთან მატჩისთვის. გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ვფიქრობ დღევანდელი დაპირისპირება კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამოვა. გუნდის თითოეული წევრი ყველაფერს გააკეთებს სამი ქულის მოსაპოვებლად.

მოტივირებული და შესანიშნავ განწყობაზე ჩადის წყალტუბოში ბათუმის დინამო, რომელსაც  8 წაუგებელი მატჩი დაუგროვდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის ბოლო ტურში გამართული შეხვედრა, რომელიც გია გეგუჩაძის შეგირდებმა საბურთალოს ანგარიშით 4-2 მოუგეს.

ამ გამარჯვებით სტუმრებმა უკან ჩამოიტოვეს გათამაშების ლიდერები ცხრილის სათავეში ერთქულიანი უპირატესობით მოექცნენ. ბუნებრივია დღეს ბათუმელების მთავარი მიზანი სამი ქულის აღება და ლიდერი პოზიციის შენარჩუნება იქნება.