კალენდარი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ახალი ამბები

ტორპედომ წააგო, დინამომ სამი ქულა ბოლო წუთზე დაკარგა

  • ბოლნისის სიონი 2:1 ქუთაისის ტორპედო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის  მეორე სათამაშო დღე ბოლნისში, ადგილობრივ სიონსა და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირებით გაიხსნა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ, თუმცა მოულოდნელად სამი ქულა დაკარგეს. ტორპედოსთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. ბუდუ ზივზივაძემ თავისი გუნდი 29-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ  ორ წუთში მასპინძლებმა წონასწორობა ჯაბა უგულავას მიერ გატანილი გოლით აღადგინეს. უგულავამვე მატჩის მეორე ნახევარში გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა როინ კვასხვაძეს.

10 ტურის შემდეგ ბოლნისის სიონი გათამაშების ცხრილში 14 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, ქუთაისის ტორპედო კი 17 ქულით მეოთზე პოზიციაზე დამკვიდრდა.

  • ჩიხურა 2:2 თბილისის დინამო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურა თბილისის დინამოს დაუპირისპირდა.  შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებს შორის თანაბარი  თამაში წარიმართა რეალური საგოლე მომენტების გარეშე.

მეორე ტაიმში აქტიურობამ იმატა და 56-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშიც გახსნეს. გოლი ირაკლი კამლაძემ გაიტანა. დედაქალაქელებმა გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, რამაც შედეგი მე-80 წუთზე მოიტანა. ანგარიში ლევან კუტალიამ გაათანაბრა.

83-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საჩხერელთა  ფეხბურთელს რევაზ ჩიტეიშვილს უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. რიცხობრივი უპირატესობით დინამოელებმა  მალევე ისარგებლეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გუჯა რუხაიას გოლით დაწინაურდნენ . თითქოს სტუმართა მიერ სამი ქულით მოპოვებას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ დინამოს კარის მიმართულებით არბიტრმა ტერთმეთმეტიანი დარტყმა დანიშნა მატჩის ბოლო წუთზე. დარტყმა ზუსტად გიორგი კორიფაძემ შეასრულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ამ დროისთვის საჩხერის ჩიხურას 15 ქულა დაუგროვდა და მე-5 ადგილზე იმყოფება, თბილისი დინამოს აქტივში 17 ქულაა და მესამე პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში.

  • ვიტ ჯორჯია 0:1 გორის დილა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტური  ვიტ ჯორჯიასა და გორის დილას შეხვდერით დასრულდა. მასპინძლები, რომელთაც წინა ტურში თბილისის დინამოს დააკარგვინეს სამი ქულა, გორელებთან მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. დაპირისპირებაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ჯეიკობ ნჯოკუმ 88-ე წუთზე გაიტანა.

  ამ გამარჯვებით გორის  დილამ გასავარდნ ზონას დააღწია თავი.

10 ტურის შემდეგ ვიტ ჯორჯიას 11 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა, გორის დილა კი ამდენივე ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

ფოტო: ბადრი კეთილაძე (c)