კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

საბურთალომ პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე დაასრულა

  • ბოლნისის სიონი 2:3 საბურთალო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრები იმართება. მე-9 ტურის პირველი სათამაშო დღეს სამი მატჩი ჩატარდა, მათ შორის ითამაშა გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა საბურთალომ, რომელმაც გასვლაზე ბოლნისის სიონი ანგარიშით 3-2 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგრიდებმა   დაწინაურება  დაპირისპირების დებიუტშივე შეძლეს. მე-7 წუთზე ჩაბრაძემ სტუმრები წინ გაიყვანა, 56-ზე კი ორამდე უპირატესობა ვლადიმერ დვალიშვილმა გაზარდა.  თამაშში ინტრიგა ვილი ისიანმა დააბრუნა, რომელმაც 61-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ სტატუს-ქვო გეგა დიასამიძემ 79-ე წუთზე ისევ აღადგინა. მატჩის მიწურულს ბოლნისელებმა კიდევ ერთხელ შეძლეს საბურთალოს კარის აღება. ამჯერად თავი ზვიად სიხარულიამ გამოიჩინა. დაძაბულობა გაიზარდა, თუმცა ანგარიშშვი ცვლილება არ მომხდარა.

 საბურთალომ მორიგი მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა ანგარიშზე და გათამაშების ცხრილს 21 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. ბოლნისის სიონს 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.

  • გორის დილა 2:1 რუსთავი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის  შემდეგ დაპირისპირება გორში, დილასა და რუსთავს შორის გაიმართა.  აღნიშნულ შეხვედრაში სამი ქულის მოპოვება ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მატჩი  გორელთა უპირატესობით დაიწყო, რაც 33-ე წუთზე გატანილ გოლშიც აისახა. რუსთაველთა კარში  გოლი გურამ გოშთელიანმა გაიტანა. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა. სტუმრებმა 64-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. გოლი შეცვლაზე შემოსულმა თემურ ჩოგაძემ შეაგდო.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებმა მობილიზება შეძლეს და საჭირო შედეგიც დააფიქსირეს. გამარჯვების მომტანი გოლი გორელთა შემადგენლობაში  ფორტესმა გაიტანა, საგოლე პასი კი გურამ გოშთელიანმა მიითვალა.

9 ტურის შემდეგ დორის დილას 8 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, რუსთავი კი 3 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე რჩება.

  • ბათუმის დინამო 2:1 ლოკომოტივი

სამი ქულა მოიპოვა ბათუმის დინამომ, რომელიც ლიდერთა შორის იკავებს ადგილს. გია გეგუჩაძის გუნდი საკუთარ არენაზე აუტსაიდერ თბილისის ლოკომოტივს უპირისპირდებოდა და უკვე მე-12 წუთზე ოთო კობახიძის მიერ გატანილი გოლის წყალობით აგებდა.  მასპინძლებმა ანგარიში პირველივე ტაიმში ფლამარიონის გოლით გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში  იგივე ფლამარიონმა დუბლი, ხოლო დინამომ კი მორიგი სამი ქულა გაიფორმა.

პირველი წრის ბოლოს ბათუმის დინამოს აქტივში 19 ქულაა და ამ დროისთვის მეორე ადგილზე იმყოფება. ლოკომოტივი კი 6 ქულით მე-9 პოზიციაზე რჩება.

21 აპრილს კრისტალბეთ ერთოვნულ ლიგაში დარჩენილი 2 შეხვედრა გაიმართება:

18:00 საჩხერის ჩიხურა- ქუთაისის ტორპედო

21:00 ვიტ ჯორჯია- თბილისის დინამო