კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

მე-8 ტური: საბურთალომ წააგო, კონკურენტებმა მოიგეს

  • საბურთალო 2:3 ჩიხურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურის შედეგებმა გათამაშების ცხრილში სიტუაცია დაძაბა. ,,საბურთალო“,  რომელიც უახლოეს მდევრებს 5 ქულით უსწრებდა, დღეს საჩხერის ,,ჩიხურასთან“ დამარცხდა და შესაბამისად მოქმედი ჩემპიონების უპირატესობა ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ქულას შეადგენს. აღნიშნული მატჩი ტურში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში შეხვედრაში ბიძინა მახარობლიძემ მე-8 წუთზე გახსნა. საბურთალოელებმა წონასწორობა ორ წუთში როლოვიჩის გოლით აღადგინეს. 27-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ სტუმრები ისევ წინ გაიტანა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი სოსო ფრუიძის გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ბიძინა მახარობლიძემ დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში დედაქალაქელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. გოლი გეგა დიასამიძემ გაიტანა.

8 ტურის შემდეგ საბურთალოს 18 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. ჩიხურას ანგარიშზე 13 ქულაა და მე-5 ადგილზე იმყოფება.

  • რუსთავი 0: 2 ბათუმის დინამო

მარტივად მოიგო თავისის შეხვედრა  ბათუმის ,,დინამომ“, რომელიც გასვლაზე ,,რუსთავს“ დაუპირისპირდა. გია გეგუჩაძის შეგირდებმა მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. გოლები სტუმართა რიგებში ჯოვინო ფლამარიონმა და თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმელები კვლავ ლიდერთა სამეულში იკავებენ ადგილს, რუსთავი კი გასავარდნ ზონაში რჩება.

ამ დროისთვის ბათუმის დინამოს 16 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. რუსთავს მხოლოდ სამი და სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა.

  • ტორპედო 2:1 ვიტ ჯორჯია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში მორიგი სამი ქულა მოიპოვა ქუთაისის ,,ტორპედომ“. კახა ჩხეტიანის გუნდმა ვიტ ჯორჯიას 2-1 მოუგო. მასპინძელთა რიგებში პირველი გოლი დიდი პაუზის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.  მეორე გოლის ავტორი კი თორნიკე კაპანაძე გახდა. ვიტ ჯორჯია ამ მატჩში უიმედოდ არ გამოიყურებოდა და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა გოლის გატანა სტუმრებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს. როინ კვასხვაძის კარი ზურაბ მუსელიანმა აიღო.

ტოროედოს 8 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-4 საფეხურზე იმყოფება, ვიტ ჯორჯია კი 8 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.