კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

მატჩის წინ: საბურთალო VS ჩიხურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურს ,,საბურთალოსა“და  ,,ჩიხურას“ დაპირისპირება დაასრულებს.  გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. იმისთვის, რომ უახლოეს კონკურენტთან ქულათა სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახდეს მასპინძლებს დღეს სამი ქულა ესაჭიროებათ.  ამ ეტაპზე საბურთალოელები მეორე ადგილოსანთან ორქულიან უპირატესობას ინარჩუნებენ,  გამარჯვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 5 ქულით გაიზრდება.

შემადგენლობის თვალსაზრისით მასპინძლებს ახალი პრობლემები არ აქვთ. დღევანდელ  დაპირისპირებას ტრავმის გამო ისევ გამოტოვებენ გუნდის ლეგიონერები გი და ვაგნერი.

 აღსანიშნავია, რომ მოქმედმა ჩემპიონებმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს თბილისის დინამოსთან.

 ამ სეზონში ერთადერთი წაგება აქვს საჩხერის ,, ჩიხურასაც“.  ეს შეხვედრა სოსო ფრუიძის გუნდმა   საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში თბილისის ,,დინამოსთან’ დათმო. წელს  სტუმრებს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი, 4 ფრე აქვთ ნათამაშები. გასულ ტურში ,,ჩიხურამ“ მინიმალური ანგარიშით ,,ლოკომოტივი დაამარცხა.

 დღევანდელ  შეხვედრაში სოსო ფროიძის გუნდს  ტრავმირებული შოთა კაშია და გიორგი ფანცულაია ვერ დაეხმარება.

 ამ გუნდებს შორის გამართული 10 დაპირისპირებიდან 3 ,,საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა, 4-ჯერ მოიგო საჩხერის ,,ჩიხურამ“, ხოლო 3 თამაში კი ფრედ დასრულდა.

,,საბურთალოსა“ და ,,ჩიხურას“ შეხვედრა  დღეს მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო არენაზე 21: 00 დაიწყება.