საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულა.
მიუხედავად ანგარიშისა თამაშის მიმდინარეობა მოსაწყენი არ ყოფილა. რეალური საგოლე მომენტების სიმრავლე იყო როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან. აღსანიშნავია მეკარეთა მაღალი დონის თამაში.
მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლეთა მცირე უპირატესობით წარიმართა, ყველაზე ახლოს ტორპედო გოლის გატანასთან ბუდუ ზივზივაძის თავური დარტმის მომენტში იყო, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რასაც სახიფათო მომენტებიც მოყვა. აღსანიშნავია კარბიას დარტყმა, რომელზეც რეაგირება კვასხვაძემ შეძლო და ტორპედო გოლისგან იხსნა.
მატჩი მიწურულს უპირატესობას კვლავ ტორპედოელები დაეუფლნენ, მაგრამ ქუთაისელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა და პრინციპულმა მეტოქეებმა ქულები გაიყვეს.
6 ტურის შემდეგ ტორპედოს 10 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ამდენივე ქულით მაგრამ უკეთესი სტატისტიკური მონაცემების წყალობით თბილისის დინამომ გათამაშების ცხრილის მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
იბერია 1999
ტორპედო
სპაერი
რუსთავი
დილა
გაგრა
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
შტურმი
თელავი
კოლხეთი 1913
სიონი
ოდიში 1919
მერანი მრ
არაგვი
გორი
სამტრედია