კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური თბილისის და ბათუმის მატჩებით დაიწყო. დედაქალაქურ დერბიში ქვეყნის ჩემპიონმა - საბურთალომ მიხეილ მესხი 2-ზე ლოკომოტივი 1:3 დაამარცხა.
შეხვედრაში საბურთალოდან დუბლი გაიტანა ლაშა შინდაგორიძემ, ხოლო ოგნიენ როლოვიჩმა 70-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და კრისტალ ბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა - 1:3.
“დაახლოებით 10 თვიანი პაუზის შემდეგ, ოფიციალურ მატჩში დღეს პირველად გავიტანე. სასიამოვნოა, რომ ჩემს გოლებთან ერთად გამარჯვებაც მოვიპოვეთ და მორიგი 3 ქულა ავიღეთ." - განაცხადა მატჩის შემდეგ ლაშა შინდაგორიძემ.
ლოკოდან მატჩის ანგარიში კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის 2017 წლის ბომბარდირმა - ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, რომელმაც როლოვიჩის მსგავსად, წინა ტურშიც შეძლო თავის გამოჩენა.
რთული მატჩი მოიგო გასვლაზე ბათუმში საქართველოს თასის და სუპერთასის მფლობელმა ქუთაისის ტორპედომ. კახა ჩხეტიანის გუნდმა, ბათუმის დინამო 0:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, მატჩზე მაღალი დასწრების მაჩვენებელი, რაც შეხვედრას დამატებით ხიბლს და საინტერესო ატმოსფეროს სძენდა.
შეხვედრაში თავური დარტყმით ანგარიში ოლეკსანდრ აზაცკიმ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს გრიგოლ დოლიძის პასით შარშანდელი სეზონის ერთ-ერთმა ბომბარდირმა - ბუდუ ზივზივაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი