კალენდარი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ახალი ამბები

სუპერთასი 2019 - ქუთაისის ტორპედომ ტიტული შეინარჩუნა!

  • საბურთალო 0:1 ტორპედო
  • 2019 წლის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო გახდა!

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა საქართველოს 2019 წლის სუპერთასის გათამაშებას უმასპინძლა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი საბურთალო, საქართველოს თასის გამარჯვებულს - ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა, მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, შეხვედრაში ერთადერთი გოლი მერაბ გიგაურმა 70-ე წუთზე გაიტანა.

კახა ჩხეტიანის გუნდს შეხვედრის პირველ ტაიმში ჰქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი, თუმცა ანგარიშის გახსნა ნომინალურმა სტუმრებმა მატჩის 70-ე წუთზე მერაბ გიგაურის მიერ გატანილი გოლით შეძლეს. აღნიშნულ მომენტში აღსანიშნავია ბუდუ ზივზივაძის საგოლე გადაცემაც.

111

გიგაურის მიერ გატანილი გოლი დაპირისპირებაში ერთადერთი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედომ პირველად სუპერთასი 2018 წელს მოიპოვა, წელს კი ტიტულის შენარჩუნება შეძლო. საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი წელს პირველად სახელობითია და ის სლავა მეტრეველის სახელს ატარებს.

? საბურთალო: მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, გი (გვარაძე 59), გორგიაშვილი, დიასამიძე (გოშთელიანი 75), ტერა (ალთუნაშვილი 70) გონსალვეში, კოხრეიძე

ტორპედო: კვასხვაძე, ცინცაძე (ჩაჩუა 77), გიგაური, ქავთარაძე, ზივზივაძე (კაპანაძე 85), აზაცკი, სტიეპოვიჩი, გეგჭკორი, დოლიძე (წიქარიძე 63), ქიმაძე, კობახიძე

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი ასისტენტები: დავით ჩიგოგიძე, გიორგი ელიკაშვილი  დამატებითი ასისტენტები: გიორგი ვადაჭკორია, ჯენერი ხორავა მეოთხე მსაჯი: ზაზა მენთეშაშვილი

გაფრთხილება: ტერა (34), კოხრეიძე (43), გორგიაშვილი (73), ქიმაძე (55), გეგეჭკორი (80)