საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ რადიო Jako FM-ს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმების შესაბამისად, პირველი ქართული სპორტული რადიო ეროვნული ლიგის მედია-პარტნიორი კიდევ ერთი წლის განმავლობაში იქნება. ხელმოწერის საზეიმო ღონისძიებას სასტუმრო ბილტმორმა უმასპინძლა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და სპორტული რადიო Jako FM-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ტარახჩევმა მოაწერეს.
ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოსა და სპორტულ რადიოს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, Jako FM, როგორც რადიოს, ისე ვებ-გვერდის (www.4u.ge) საშუალებით აქტიურად გააშუქებს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონს.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი