კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

2018 წლის სეზონის გამორჩეული მოთამაშეები გამოვლინდნენ

  • 28 დეკემბერს სფფ-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დაჯილდოვებაზე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის წლის საუკეთესოები დაასახელეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში ეროვნული ლიგის თითოეული კლუბის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი მონაწილეობდა.

2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი - გიორგი გაბედავა (ჩიხურა), რომელიც ასევე 22 გატანილი გოლით, ბუდუ ზივზივაძესთან (დინამო) ერთად ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

111

  • 2018 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

  • 2018 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)

  • 2018 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი)

  • 2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი - ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი)

  • 2018 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალო, თბილისი)

123

  • ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი - 24 გოლი)

  • ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი)

ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი

მეკარე: როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი), ოლეკსანდრ აზაცკი (ტორპედო, ქუთაისი), მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი), მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი დიასამიძე (საბურთალო, თბილისი), ვაგნერი (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), მიკოლა მოვტალიუკი (დილა, გორი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)

ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილი - გიორგი ჯავახაძე (3000 ლარი), მეორე ადგილი - ელენე ადამაშვილი (2000 ლარი), მესამე ადგილი - გიორგი ნებურიშვილი (1000 ლარი).

GFF Awards 2018-ზე ეროვნული ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელს კოტე მახარაძის სახელობის პრიზი გადაეცა. აღნიშნული ჯილდოს პირველი მფლობელი გიორგი გაბედავა გახდა.