კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

კახი კაჭარავა თბილისის დინამოში აღარ იმუშავებს, გუნდს ზაურ სვანაძე გაწვრთნის...

  • დინამოს კაჭარავას დამხმარე - ზაურ სვანაძე ჩაიბარებს
  • ვეტერანი დინამოელი წარსულში კლუბის სარეზერვო შემადგენლობას წვრთნიდა

ჩიხურასთან დინამო არენაზე წაგებული მატჩის შემდეგ, სადაც თბილისელები - 1:4 დამარცხდნენ. კლუბმა თანამდებობიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი - კახი კაჭარავა გაათავისუფლა.

კაჭარავა დინამოში ვიაჩესლავ გროზნის შემცვლელად დაინიშნა. ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონი, 51 წლის სპეციალისტმა საჩემპიონო მატჩში - ქუთაისის ტორპედოსთან მარცხის შემდეგ მეორე ადგილზე დაასრულა.

111

კახი კაჭარავა დინამოს 2006, 2009-11 და 2017-18 წლებში წვრთნიდა. გუნდს, როგორც კლუბი იტყობინება მისი ასისტენტი, ოქროს დინამოს წევრი - ზაურ სვანაძე ჩაიბარებს.

სვანაძე, კაჭარავას ასისტენტობამდეც მუშაობდა დედაქალაქურ გუნდში, როდესაც სარეზერვო შემადგენლობას წვრთნიდა.  ვეტერან ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19 წლამდელთა ნაკრებ გუნდებშიც უმუშავია.

1

2012-15 წლებში გალხდათ დამხმარე მწვრთნელი ბაქოს ინტერში, ხოლო 2015-17 წლებში, ამავე კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.