კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

31-ე ტური: ლოკომოტივმა ჩიხურასთან ზედიზედ მეოთხედ არ წააგო

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ევრო ზონისთვის მებრძოლი საჩხერის ,,ჩიხურა“ და თბილისის ,,ლოკომოტივი დაუპირისპირდნენ. სატუნრნირო ცხრილიდან გამომდინარე მოტივაციის მიუხედავად მასპინძლებმა სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლეს. მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. საჩხერელები შეხვედრის დასაწყისიდან ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, თუმცა გოლამდე საქმის მიყვანა მაინც ვერ მოხერხდა.

თბილისის ,,ლოკომოტივმა“ მიმდინარე სეზონში ,,ჩიხურასთან“ ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი შეინარჩუნა. ოთხი შეხვედრიდან თბილისელებმა ორი მოიგეს და ორი ფრედ დაასრულეს. დღეს მოპოვებული ქულა სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

31 ტურის შემდეგ  საჩხერის ,,ჩიხურა“ 54 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, ,,ლოკომოტივი“ კი 34 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ლაშა ჭაღიაშვილი:

,,მიღწეული შედეგით უკმაყოფილო არ ვარ. პროგრამა მინიმუმი ქულის აღება იყო. დარჩენილ ტურებში თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. დღევანდელ შეხვედრაში კარგად და მობილიზებულად ვიცავდით თავს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ დამსახურებული იყო ,,ჩიხურასთან“ მოპოვებული ქულა“. 

სოსო ფრუიძე:

,,ამინდიდან გამომდინარე ორივე გუნდი ვცდილობდით ის ფეხბურთი გვეთამაშა, რომელიც წარმატებას მოგვიტანდა. რთული თამაში გამოდგა, თუმცა ვფიქრობ რომ დამამთავრებელ ფაზაში უფრო მეტი სიმტკიცისა და კონცენტრაციის შემთხვევაში შეგვეძლო მატჩი ჩვენი გამარჯვებით დაგვესრულებინა“.