კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

30 ტური: ლიდერებს შორის ქულათა სხვაობა შემცირდა

  • დინამოს ხმაურიანი 3 ქულა, საბურთალოს უგოლო ფრე...
  • 'მიზანი ევრო ზონაში შესვლაა და ამისთვის ვიბრძოლებთ' კახა ჩხეტიანი

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის პირველ შეხვედრაში ,,რუსთავმა“  საჩხერის ,,ჩიხურასთან“ სამი ქულა დაკარგა.  სოსო ფრუიძის შეგირდებმა მატჩი აშკარა უპირატესობით დაიწყეს, რაც 36-ე წუთზე გატანილ გოლშიც აისახა.

სტუმართა აქტიურობას დაპირისპირების მეორე ნახევარში რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც გიორგი გაბედავამ ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

უჩა სოსიასვილის ფეხბურთელებმა მატჩის დასრულებამდე მხოლოდ ერთი საპასუხო ბურთის გატანა მოახერხეს.  ამ დროისთვის  ,,რუსთავი“  30 ქულით მე-7  ადგილზე რჩება, ხოლო ,,ჩიხურა“ 53 ქულით მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა.

1

უჩა სოსიაშვილი: მეტად რომ გაგვმართლებოდა შესაძლებელი იყო ამ შეხვედრის ფრედ დასრულება.  ჩვენთვის ყველა დარჩენილი თამაში მნიშვნელოვანია და ყოველ მათგანში მაქსიმალური ქულების მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ.

სოსო ფრუიძე: ძალიან კარგია რომ გავიმარჯვეთ. იყო გამონათებები ხარისხობრივადაც, თუმცა ამ კომპონენტზე ნაკლებად ვფიქრობდით. მთავარი იყო სამი ქულის აღება.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, ერთმანეთს გათამაშების აუტსაიდერები ფოთის ,,კოლხეთი“ და ბოლნისის ,,სიონი“ დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა  ანგარიშში უპირატესობა 76-ე წუთზე აფხაზავას მიერ გატანილი ბურთით შეძლეს, თუმცა ბოლომდე  შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ხმალაძემ ანგარიში გაათანაბრა და სტუმრებმა ქულა მოიპოვეს. 30 ტურის შემდეგ ფოთელები 14 ქულით ბოლო ადგილზე არიან, ხოლო ბოლნისელები 24 ქულით მე-8 პოზიციას იკავებენ.

თბილისის ,,დინამომ“ გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი ,,სამტრედია“ სენსაციური ანგარიშით დაამარცხა - კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა მეტოქის კარში 8 ბურთი გაიტანეს. მასპინძელთა კარში გოლების სერია მატჩის მე-20 წუთზე აკაკი შულაიამ დაიწყო.

საბოლოოდ შულაიამ დუბლი შეასრულა. დუბლი გაიფორმეს ასევე ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ივანიშვილმა, ხოლო თითო გოლი ლაშა თოთაძემ და მათე ვაწაძემ გაიტანეს. ,,სამტრედიას“ რიგებში ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ჯაბა ლიპარტია გახდა.

აღნიშნულ შეხვედრაში დინამოელთა მთავარი მიზანი სამი ქულის მოპოვება და საჩემპიონო რბოლაში დარჩენა იყო. ამ დროისთვის ,,დინამოს“ 62 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება  და  ლიდერ საბურთალოს 5 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ თბილისელებს  ერთი თამაშით  ნაკლები აქვთ ჩატარებული.

111

ქულას დასჯერდა გასვლაზე ეროვნული ლიგის ლიდერი გორის ,,დილასთან“ შეხვედრაში. ,,დილასა“ და ,,საბურთალოს“ შორის გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა, თუმცა ერთპიროვნულ ლიდერობას მაინც ინარჩუნებს. ,,საბურთალო“ 67 ქულით პირველ პოზიციაზეა და ,,დინამოს“ 5 ქულით აღემატება. გორის ,,დილა“ კი 50 ქულით მე-5 ადგილზეა.

ლაშა ჭაღიაშვილი: ცუდი პირველი ტაიმი ვითამაშეთ რის შედეგადაც გოლი გავუშვით. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაშის ხარისხი , საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მომდევნო თამაშებისთვის სწორი დასკვნების გამოტანა გვმართებს.

კახა ჩხეტიანი: კმაყოფილი ვარ როგორც  თამაშით ასევე შედეგით, თუმცა დასანანია, რომ ამდენ საგოლე მომენტს ვერ ვიყენებთ.  ჩვენი მიზანი ევრო ზონაში მოხვედრაა და ამისთვის ვუბრძოლებთ.

ეროვნული ლიგის 30-ე ტური თბილისის ,,ლოკომოტივისა“ და ქუთაისის ,,ტორპედოს“ დაპირისპირებით დასრულდა. შეხვედრის ბედი 31-ე წუთზე  ქიმაძის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. კახა ჩხეტიანის გუნდი ამ გამარჯვებით მაქსიმალურად მიუახლოვდა სამეულს. 30 ტურის შემდეგ ,,ტორპედო“ 52 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო ,,ლოკომოტივი“ კი 33 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.