კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

საჩხერეში ჩიხურას 80 წლის იუბილე აღნიშნეს

  • საჩხერის ჩიხურა - 80
  • ქალაქის მოსახელობამ კლუბის იუბილე და 'საჩხერლობა' აღნიშნა

საჩხერის ჩიხურა 80 წლის გახდა, ამასთან დაკვშირებით ქალაქის ცენტრში შეკრებილმა საჩხერელებმა, 'საჩხერლობასთან' ერთად, კლუბის საიუბილეო თარიღიც იზეიმეს.

იმერული კლუბი 1938 წელს დაარსდა და საქართველოს დამოუკიდებლობამდე, ქვეყნის შიდა დივიზიონებში ასპარეზობდა. ჩიხურას მნიშნველოვანი დღე, ფეხბურთის ფედერაციამ სამახსოვრო საჩუქრით მიულოცა.

111
2017 წელის საქართველოს თასის მფლობელი გუნდი

ჩიხურამ, საქართველოს საფეხბურთო პირამიდის უმაღელეს დონეზე - ეროვნულ ლიგაში, პირველად 2006-07 წლებში ითამაშა. მას შემდეგ, კლუბმა შიდა ასპარეზზე წარმატებულად ასპარეზობს - ჩიხურა 2017 წელს საქართველოს თასის მფლობელი (ფინალისტი - 2012/2013, 2013/2014 წლებში) და 2015 წლის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (ფინალისტი - 2014/2015, 2017/2018) გახდა.

ჩემპიონატში ჩიხურას საუკეთესო პოზიცია - 2016 წლის გარდამავალ სეზონში დაკავებული მეორე ადგილია, სადაც სოსო ფრუიძის გუნდი, საჩემპიონო მატჩში, დინამო არენაზე - 2:0 დამარცხდა.