კალენდარი

შაბათი, 5 აპრილი

კვირა, 6 აპრილი

ოთხშაბათი, 9 აპრილი

ხუთშაბათი, 10 აპრილი

ახალი ამბები

ახალწვეულმა ლევან შენგელიამ დინამოს ლიდერთან ბოლო წუთზე მოაგებინა!

კახა კაჭარავს გუნდმა, 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, ეროვნული ლიგის ლიდერი საბურთალო მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი გაგი მარგველაშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. მეორე ტაიმის განახლების შემდეგ, მალევე გიორგი რეხვიაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა.

? მატჩის მიმოხილვა

მატჩის კულმინაცია და გადამწყვეტი მომენტი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გუნდის ახალწვეულის - ლევან შენგელიას შესანიშნავი შორეული დარტყმა გახდა. შენგელიამ დინამოს შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა და კლუბს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოაპოვებინა.

აღსანიშნავია, ასევე დინამოს მოლდოველი მეკარის - სტეფან სიკაჩის შესანიშნავი თამაში, რომელმაც პირველ ტაიმში 3 ურთულესი ბურთი მოიგერია.