კალენდარი

პარასკევი, 29 მარტი

შაბათი, 30 მარტი

სამშაბათი, 2 აპრილი

ოთხშაბათი, 3 აპრილი

ახალი ამბები

ტორპედო პლეი-ოფშია! ერთი ნაბიჯი ევროპის ლიგის ჯგუფამდე...

  • კუკესი 2:0 ტორპედო (ორი მატჩის ჯამში / 4:5)
  • ქუთაისელები ევროპის ლიგის პლეი-ოფში ლუდოგორეცს შეხვდებიან!

ქუთაისის ტორპედომ ევროპის ლიგის მესამე რაუნდის მატჩი, ალბანეთში, ადგილობრივი კუკესის წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი ალბანელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, თუმცა მიხეილ მესხზე, ქუთაისელებს 5:2 ჰქონდათ მოგებული და შემდეგ ეტაპზე, სწორედ კახაბერ ჩხეტიანის გუნდი გავიდა.

კუკესიმ ორივე გოლი პენალტით გაიტანა, ხოლო ქუთაისელებს ორი გოლი შვეიცარიელმა არბიტრმა ალაინ ბიერიმ არ ჩაუთვალა. თუმცა სადაო მომენტებზე, კახაბერ ჩხეტიანს მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ უსაუბრია "გამარჯვება მინდა მივულოცო კუკესის, მათ ეს დაიმსახურეს..." თქვა ჩხეტიანმა

? მატჩის მომენტები

"მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო..." განაცხადა ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა. "ქართული და ალბანური ფეხბურთი, დაახლოვებით იგივე განვითარების ეტაპზე დგას, ორივე ქვეყანა ახლა იწყებს ამ კუთხით პირველი დიდი ნაბიჯების გადადგმას და მინდა წარმატება ვუსურვო ალბანეთს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე."

  • 23 აგვისტო | ტორპედო - ლუდოგორეცი | მიხეილ მესხი
  • 30 აგვისტო | ლუდოგორეცი - ტორპედო | ლუდოგორეც არენა

ქუთაისელები პლეი-ოფში ბულგარულ, რაზგრადის ლუდოგორეცს შეხვდებიან. ლუდოგორეცმა ევროტურნირები, ჩემპიონთა ლიგაზე, ჩრდილო ირლანდიური - კრუსეიდერსის დამარცხებით დაიწყო (9:0 - ორი მატჩის ჯამში). მაგრამ შემდეგ, მეორე ეტაპიდან უნგრულ მოლ ვიდისთან (ყოფილი - ვიდეოტონი) გამოვარდა. ევროპის ლიგის მესამე რაუნდში, ბულგარელებმა ბოსნიური ჟრინსკი მოსტარის ბარიერი დაძლიეს.