კალენდარი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ახალი ამბები

დავიწყებული ამბავი - ლუის ცაკარიასი ლოკომოტივში...

  • პერუს ანდებიდან თბილისში
  • ცაკარიასის წლები საქართველოში და მისი როლი გერმანულ ფეხბურთში

ეროვნული ლიგის მეორე წრის სტარტზე, ფოთის კოლხეთმა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რობერტო ლანდი წარადგინა. ლანდის საქართველოსთან კავშირი ადრეც ჰქონდა, იტალიელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, 1998-2000 წლებში მწვრთნელ-კონსულტანტად მუშაობდა და ჯანი კარნევალსთან, ივო შუშაკთან და ალესანდრ შტელინთან ერთად, ერთ-ერთი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო, ვინც საქართველოში იმუშავა.

ლანდის ახალგაზრდულში მოღვაწეობის შემდეგ, დინამოში ივო შუშაკის ყოფნის პერიოდში - თბილისის ლოკომოტივმა, გერმანიიდან, პერუში დაბადებული და გაზრდილი, წარმოშობით ბერძენი - ლუის ცაკარიასი ჩამოიყვანა და მთავარ მწვრთნელად დანიშნა.

ცაკარიასი 1942 წელს, პერუს ანდებში, აიაოს რეგიონში დაიბადა, ზღვის დონიდან - 3175 მეტრზე. დაბადებიდან რამდენიმე წელიწადში, მისი ოჯახი დედაქლაქში - ლიმაში გადასხლდა. წარმოშობით ბერძენი, ლიმაში გერმანულ ენას დაეუფლა და 70-იანი წლებიდან კიოლნის უნივერსისტეტში, ფიზ-მომზადებას სწავლობდა. თავისი გერმანული გამოცდილება, ცაკარიასმა მალე თანამემამულეებსაც გაუზიარა...

შოტლანდია
პერუ 3:1 შოტლანდია | 1978 წლის მუნდიალი

1978 წლის არგენტინის მსოფლიოს ჩემპიონატზე, პერუს ნაკრების მთავარი მწვრთნელის - მარკოს კალდერონის ასისტენტი იყო, ხოლო 1982 წლის მსოფლიოზე, ასევე პერუს ნაკრებში, ბრაზილიელ ელბა დე პადუნა ლიმასთან, იგივე ტიმისთან ერთად მუშაობდა.

არგენტინის მფოლიოს ჩემპიონატზე, ცაკარიასის პერუმ ჯგუფში ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ შოტლანდიას მოუგო, ტურნირის ფინალისტ ჰოლანდიასთან ფრედ ითამაშა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. მეორე რაუნდის ჯგუფში, პერუელებმა ყველა მატჩი წააგეს, ხოლო ბოლო შეხვედრაში, მასპინძელ არგენტინას დაუპირისპირდნენ.

არგენტინელებს, ფინალის საგზურისთვის მინიმუმ 4-ბურთიანი მოგება ჭირდებოდათ, რათა კონკურენტი ბრაზილიისთვის ბურთების სხვაობით გადაესწროთ და ჯგუფში პირველი ადგილი დაეკავებინათ. ლუის მენოტის გუნდმა პერუს 6:0 მოუგო და ფინალში გავიდა...

„მატჩის დაწყებამდე, ხორხე რაფაელ ვიდელა (*არგენტინის დიქტატორი 1976-81)  ჩვენს გასახდელში შემოვიდა...“ იხსენებდა ცაკარიასი. „არაფერი, უბრალოდ ყველას ხელი ჩამოგვართვა და ტურნირში მონაწილეობისთვის მადლობა გადაგვიხადა - ეს ჟესტი ყველას ცოტა უცნაურად გვეჩვენა.“ ამბობდა პერუელი.

თურინგიაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად - 2002 წლის აგვისტოში, თბილისში, მიხეილ მესხზე ლოკომოტივმა უეფას თასის პირველი რაუდნის მატჩი კოპენჰაგენთან 1:4 წააგო...

1982 წლის მუნდიალი, პერუმ ტიმის ხელში სუსტად  ჩაატარა. ტიმი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, 1938 წლის საფრანგეთის მსოფლიოს მონაწილე გახლდათ. ასაკოვანმა სპეციალისტმა, ესპანეთის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა კიდეც და მალევე, 1984 წელს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცაკარიასი კი ეროვნულ გუნდთან ერთად, მუნდიალებზე მოგზაურობის შემდეგ, 80-იანებში გერმანიას დაუბრუნდა და მუშაობა ფიზ-მომზადების კუთხით განაგრძო.

პერუს ნაკრები კი, 1982 წლის შემდეგ, მუნდიალზე პირველად 36 წლის შემდეგ, წლეულს, 2018-ის რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ცაკარიასის მიერ აღმოჩენილი და შემდეგ ბუნდესლიგაში გაშვებული პაბლო გერეროს და ჯეფერსონ ფარფანის დახმარებით მოხვდა.

გერმანიაში მუშაობისას, პერუელმა, ყოფილი ქართველი ფეხბურთელი - გოჩა თამაზაშვილი გაიცნო, რომელსაც იმ პერიოდში ნორდჰაუზენში საკუთარი საფეხბურთო სკოლა ჰქონდა, სადაც ცაკარიასის დახმარებით, ბევრი ნიჭიერი სამხრეთამერიკელი ბავშვი გადიოდა წვრთნებს.

თურინგიაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად - 2002 წლის აგვისტოში, თბილისში, მიხეილ მესხზე ლოკომოტივმა უეფას თასის პირველი რაუდნის მატჩი კოპენჰაგენთან 1:4 წააგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 3:1 დამარცხდა.

ცაკარიასი
ცაკარიასი ზეიმობს გოლს თბილისის დინამოს წინააღმდეგ

ორი მატჩის ჯამში - 7:2 მარცხის შემდეგ, გუნდმა რეორგანიზაცია გადაწყვიტა, რის ფარგლებშიც, ახალი მთავარი მწვრთნელის და მოთამაშეების ძებნა დაიწყეს. სწორედ ამ დროს ურჩია თამაზაშვილმა ცაკარიასი თბილისის ლოკომოტივს.

წარმოშობით ბერძენი - გერმანიაში მთავარი მწვრთელის პოსტზე დაბალი ლიგის გუნდებში - ტევტონია მიუნსტერში და აინტრახტ ჰამ-ჰეესენში მუშაობდა, ხოლო ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი დუისბურგში გაატარა (85 მატჩში 33 მოგება, 25 ფრე), სადაც კლუბის დაარსების 100 წლისთავზე, ისტორიაში საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად აღიარეს.

პერუელი ჭავჭავაძის გამზირს 2002 წლის სექტემბერში ეწვია, ვაკეში ცაკარიასს მიზნად ჩემპიონობა დაუსახეს. „რამდენიმე თვის მისული ვიყავი გუნდის დუბლ-შემადგენლობაში...“ იხსენებს ლოკომოტივის, კარლ ცაის-იენას და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი - გიორგი ონიანი.

„დანიშვნიდან მალევე, დუბლების თამაშებზე დაიწყო სიარული და ლიგის პირველივე მატჩისთვის, მე და ლადო კობახიძე პირველ გუნდში დაგვაწინაურა. ძალიან კარგი კვალი დატოვა „ცაკოს“ გამოჩენამ ჩემ კარიერაში, შანსი მომცა და ამისთვის მადლიერი ვარ.“ ამბობს ონიანი.

გერმანიიდან თბილისში ჩამოსულ ცაკარიასს, მისთვის უჩვეულო, ძველი ყაიდის საწვრთნელი პროცესის შეცვლა მოუხდა. „მაშინ საქართველოში ინდივიდუალური ფიზ-მომზადების ცნება არ არსებობდა, ერთიდაიგივე პროცესს გადიოდა გუნდში ყველა ფეხბურთელი, ზოგი იტანდა ამას, ზოგის კარიერა კი, ამ ტოტალური და ზოგადი მიდგომის გამო ინგრეოდა.“ ამბობს ლოკომოტივის ყოფილი მოთამაშე ლადო კობახიძე.

„ცაკარიასმა ეს შეცვალა. ვარჯიშები უფრო სახალისო გახდა და ნაკლებად შაბლონური. მთელი პროცესი ბურთით მიმდინარეობდა. ასევე, პირველ გუნდში თამაშის შანსი, ყველას მიეცა, ყველა ახალგაზრდა მოთამაშეს შეეძლო თავის გამოჩენა და ადგილის დამკვირდება, რაც ასე მარტივი არ იყო მაშინ, იმ რეალობაში.“ იხსენებს კობახიძე.

ახალგაზრდებთან ერთად, გუნდში ახალი ლეგიონერებიც გამოჩდნენ - რაფაელ გალარდო, რაიან სალასარი, ხუან გონსალეს-ვიხილი და ნანა ეშუანი - დორტმუნდის ბორუსიას დუბლებიდან. გონსალეს-ვიხილიმ ლოკომოტივის შემდეგ, პერუს გრანდებში - ალიან ლიმაში და უნივერსიტარიოში ითამაშა, ასევე ესპანეთში - მალაგას წევრი გალხდათ, ხოლო ბელგიაში ზულტე-ვარეგემში ასპარეზობდა.

ცაკარიასის ახალგაზრდულმა გუნდმა, პირველი 13 მატჩი წაუგებლად ჩაატარა, მათ შორის 7-ში გოლი არ გაუშვა. ლოკომ ჩემპიონატის პირველი რაუნდი მესამე ადგილზე დაასრულა...

გონსალეს-ვიხილიმ 2007-10 წლებში პერუს ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა. „ლეგიონერებიდან, ყველაზე მეტად ნანა დამამახსოვრდა...“ იხსენებს გიორგი ონიანი. „კლასიკური ‘ტარანის’ ტიპის ფორვარდი იყო, ზურგით კარგად იდგა, ბევრს იბრძოდა...“

სელექციური პროცესის დასრულების შემდეგ, პერუელმა რამდენიმე მოთამაშეს პოზიცია შეუცვალა, მაგალითად იუნიონ ბერლინის, აუეს და საქართველოს ნაკრების (2004-11) ყოფილ ფორვარდს - დავით სირაძეს, რომელიც საყრდენი ნახვარმცველის პოზიციიდან, თავდასხმაში გადაწია.

„თამაშის წინ, სასტარტო თერთმეტეულს, ისეთი სიზუსტით არჩევდა, რომ შეეძლო შემდეგ 90 წუთი ცვლილება არ გაეკეთებინა, ისე კარგად ხედავდა ფეხბურთელის კონდიციას იმ კონკრეტულ მომენტში.“ ამბობს დავით სირაძე.

ცაკარიასის ახალგაზრდულმა გუნდმა, პირველი 13 მატჩი წაუგებლად ჩაატარა, მათ შორის 7-ში გოლი არ გაუშვა. ლოკომ ჩემპიონატის პირველი რაუნდი მესამე ადგილზე დაასრულა, ხოლო საჩემპიონო ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროთასის საგზური ვერ მოიპოვა.

ლოკომოტივის მთავარი კონკურენტები - ივო შუშაკის დინამო და ზედიზედ სამგზის საქართველოს ჩემპიონი - ქუთაისის ტორპედო იყვნენ. ცაკარიასმა კონტრაქტით განსაზღვრული პირობა ვერ შეასრულა - ჩემპიონი ვერ გახდა და 2002-03 წლების სეზონის ბოლოს, გუნდი დატოვა კიდეც.

რაფაელ გალიარდო
რაფაელ გალიარდო | ლოკომოტივი 2002-03

რკინიგზელებმა მომდევნო სეზონის წინ, შეკრება გერმანიაში - როიტინგენის ბაზაზე გაიარეს, თუმცა ჩემპიონატი კარგად ვერ დაიწყეს - ახლად დაწინაურებულ მცხეთა-ურიონთან და გორის დილასთან განცდილი მარცხის შემდეგ, კლუბის გადაწყვეტილებით ლოკოში ცაკარიასი დააბრუნეს.

თუმცა თბილისში დაბრუნებულ პერუელს, ის გუნდი აღარ დახვდა, რაც წინა სეზონში ჰყავდა. ამას კლუბში მიმდინარე რეორგანიზაცია და ფინანსური პრობლემებიც დაემატა, შედეგად, საქმე ვერ აეწყო და რამდენიმე თვეში გერმანიაში დაბრუნდა.

ცაკარიასის საქართველოში მუშაობა კიდევ ერთ თბილისურ კლუბს - ასკ-ს, იგივე ავლაბრის სტადიონზე მოთამაშე - თბილისის თბილისს უკავშირდება, სადაც 2004-05 წლების სეზონში იმუშავა და აქაც ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი, საპრიზო, მესამე ადგილზე გაიყვანა.

თბილისურ გუნდებში ყოფნის შემდეგ, ცაკარიასმა სამშობლოში - ალიან ლიმაში, უნივერსიტარიოში და დეფენსორ ლიმაში იმუშავა. პერიოდულად სტუმრობს გერმანიას, სადაც დღემდე ახსოვთ...

75 წლის იუბილე, სამხრეთ ამერიკელს გერმანიის მწვრთნელთა ასოციაციამ მიულოცა. გერმანიაში, მის სახელს უკავშირდება - ჯეფერსონ ფარფანის, პაბლო გერეროს, კარლოს სამბრანოს და სხვა ბევრი პერუელი, თუ სამხრეთ ამერიკელი მოთამაშის გამოჩენა.  დღეს, 76 წლის ცნობილი სკაუტი და მწვრთნელი, ლიმაში ცხოვრობს და ადგილობრივი სპორტული მეურნეობის განვითარებითაა დაკავებული.

© eliga.ge