ტორპედო 5:2 კუკესი
ქუთაისელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს...
ქუთაისის ტორპედომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანური კუკესი დიდი ანგარიშით - 5:2 დაამარცხა.
მატჩი გიორგი კუხიანიძის დუბლით დაიწყო, შემდეგ ლაზარ მარინმა და გიორგი ქიმაძემ გაიტანეს. მეხუთე გოლი ტორპედოელთაგან, ეფექტური გარღვევით და შემდეგ ზუსტი დარტყმით თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. ხოლო, საბოლოო ანგარიში, შეცვლაზე შემოსულმა ალბანელმა - სებინო პლაკუმ 88' წუთზე პენალტით დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქიმაძემ წელს, ევროთასებზე სამივე საშინაო შეხვედრაში გოლი გაიტანა. განმეორებითი მატჩი 16 აგვისტოს გაიმართება.
"ჯერ არაფერი დამთავრებულა, შევეცდებით გასვლაზეც გოლი გავიტანოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ" განაცხადა თბილისურ მატჩში დუბლის ავტორმა გიორგი კუხიანიძემ.
? შეხვედრაში გატანილი გოლები
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დილა
დინამო თბ
სპაერი
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
სიონი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
გორი