კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

სასტუმრო მოხალისეში პოლარის სისტემასთან დაკავშირებით სემინარები მიმდინარეობს

  • პოლარის სისტემა ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებს
  • კლუბების წარმომადგენლები პროგრამის სპეციფიკას ეცნობიან...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ერონული ლიგისა და ლიგა 2 -ის ოცივე კლუბს პოლარის ანალიტიკური სისტემა გადაეცათ. აღნიშნული პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით ხორციელდება. 

ამ ეტაპზე, სასტუმრო მოხალისეში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ანალიტიკოსი ირაკლი ჩიტაური კლუბების წარმომადგენლებს პოლარის სისტემის მუშაობას აცნობს და პრაქტიკაში მისი გამოყენების შესაძლებლობების დეტალებს განიხილავს.

პოლრის სისტემა

სასწავლო სემინარი კლუბების წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევასაც მოიცავს, რათა მათ სრულად აითვისონ ანალიტიკური სისტემის ყველა უპირატესობა და პრაქტიკაში დანერგონ.  

„საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს სემინარები. კლუბები აქტიურად ჩაერთნენ, რაც ძალიან სასიხარულოა. ადგილზე დავარეგისტრირეთ ფეხბურთელები, ავხსენით ზონები, მათ შორის გულისცემის, სისწრაფის. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს წარმატებით გამოიყენებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იქნება მათთვის ეს სიახლე და ძალიან დაეხმარებათ შემდგომ საქმიანობაში.“ აღნიშნა ირაკლი ჩიტაურმა.

პოლარის სისტემის მნიშვნელობა და პრაქტიკული სამუშაოს უპირატესობა შეაფასა საჩხერის ჩიხურას ფიზმომზადების მწვრთნელმა - ვასილ პავლიაშვილმა: „ეს იქნება მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენი კლუბისთვის, არამედ ეროვნული ლიგისთვის. მივიღებთ ინფორმაციას არამარტო კონკრეტულ ფეხბურთელებზე, არამედ გუნდზე. ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ სწორად დავგეგმოთ ჩვენი მოსამზადებელი ციკლი და დაგვეხმარება არამხოლოდ თამაშებზე, არამედ ვარჯიშის დროსაც."