კალენდარი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

ახალი ამბები

პოლარის ანალიტიკური სისტემა ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის ოცივე კლუბს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერონული ლიგისა და ლიგა 2 -ის ოცივე კლუბს პოლარის ანალიტიკურ სისტემას გადასცემს. აღნიშნულის შესახებ დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში, ფედერაციის ხელმძღვანელებმა კლუბების ოფიციალურ პირებსა და მთავარ მწვრთნელებს განუცხადეს.

აღნიშნული პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით ხორციელდება. 

"ეს ინიციატივა მოიცავს კლუბებისათვის როგორც მოწყობილობის, ისე 2018 წლის ლიცენზიის სრულიად უსასყიდლოდ გადაცემას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს,"- აღნიშნა დავით მუჯირმა. 

პოლარის სისტემის პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა: "ეს სისტემა ძალიან დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში, მოგაწვდით მუდმივ ინფორმაციას თითოეული ფეხბურთელის შესახებ. ასევე მსურს, გითხრათ, რომ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ანალიტიკოსი ირაკლი ჩიტაური მზადაა, რომ დაგეხმაროთ სისტემის გამართვაში ყველა თქვენგანს."  

"ძალიან კარგი ინიციატივა იყო ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, რომელსაც მხარი დაუჭირა ფონდის გამგეობამ, რადგან ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ესაა ქართული ფეხბურთის მომავლისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ასეთი განვითარების წინსვლა წარმოუდგენელია."- აღნიშნა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ზაზა დოლიძემ. 

დღესვე კლუბების წარმომადგენლებმა ირაკლი ჩიტაურმა სისტემის მოხმარების წესები აუხსნა და პოლარის მაქსიმალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, მისი მახასიათებლებისა და ფუნქციონირების შესახებ პრეზენტაცია გამართა. 

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის ანალიტიკური სისტემის გამოყენება უკვე ხვალიდან შეეძლებათ.