კალენდარი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

ახალი ამბები

ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

  • ამ დღეს, 28 წლის წინ!

30 მარტს, ზუსტად 28 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა . დინამო არენაზე გამართულ მატჩში, ერთმანეთს დავით ყიფიანის დინამო თბილისი (იმ დროისთვის ასპარეზობდა თბილისის იბერიას სახელით) და ჯონი ჯანელიძის კოლხეთი 1913 დაუპირისპრდნენ.

მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა, საპორტო ქალაქის გუნდმა, შეხვედრა თბილისელთა კაპიტნის - გელა კეტაშვილის მიერ პირველ ნახევარში საკუთარ კარში გატანილი გოლით მოიგო. 

დინამო: ზ.ხაპოვი, გ.კეტაშვილი, კ.ცხადაძე, მ.არზიანი, ს.ჭედია, ზ.რევიშვილი (გ.ჩიქოვანი), თ.ქეცბაია, კ.კაჭარავა, გ.ცაავა (გ.ჯიშკარიანი), გ.გურული, კ.გოგიჩაიშვილი.

კოლხეთი: მ.გვასალია, ა.კურგენიანი, რ.ქაჯაია, გ.გიორგაძე, გ.გიგატაძე, მ.შამათავა, ზ.თოფურია (ო.თიბილაშვილი), დ.მახარაძე (ზ.ინიაშვილი), ი.ჯუღელი, ნ.თვარაძე, ო.ავრამიდისი (მ.ბაჯალაძე).

მსაჯი: ვ.მიმინოშვილი

ეროვნული ლიგა
ატმოსფერო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე | 30.03.1990
ზვიად გამსახურდია
მატჩის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სიტყვით გამოსვლა | 30.03.1990